workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“მანჩესტერის” შიშით, “ბარსა” ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“მანჩესტერის” შიშით, “ბარსა” ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“ბარსელონა” გუნდის ამომავალი ვარსკვლავის, ანსუ ფატის სხვა გუნდების შემოტევებისგან დაცვას შეეცდება და ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად, ფეხბურთელს ახალ კონტრატს შესთავაზებს.

ანსუ ფატი საფეხბურთო სამყარომ გასულ ზაფხულში გაიცნო, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. სწორედ 2019 წლის 19 ივლისით თარიღდება მოქმედი კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2022 წლამდე აქვს.

იმის გამო, რომ ანსუ ფატი პირველი გუნდის წევრი არაა, კლუბს მასთან პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს, რაც ფეხბურთელის შენარჩუნების საკმარის გარანტიას არ იძლევა. Sport-ის ცნობით, სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, “ბარსა” 17 წლის ფეხბურთელს ახალ, პროფესიონალურ კონტრაქტს გაუფორმებს და მას პირველ გუნდში დააწინაურებს.

იმავე წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” შეფებს “მანჩესტერ იუნაიტედის” გააქტიურების ეშინიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • ფარნა
    schedule 24 ივლ 2020, 13:54

    დროზე ქენით ეგ ფატი ბარსას მომავალია