თანამედროვე მსოფლიოს ორ უდიდეს მონსტრს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ხშირად ადარებენ. საინტერესოა, გადავხედოთ, რას ამბობენ მათზე ფეხბურთელები, რომელთაც ორივე ვარსკვლავთან უთამაშიათ.
ანხელ დი მარია
“ბევრ დიდებულ მოთამაშესთან ერთად მითამაშია, თუმცა თუ ერთის ამორჩევას მთხოვდით, უდაოდ ლეო მესის ავირჩევდი. ლეო მსოფლიოს საუკეთესოა და აქ ეჭვის შესატანი არაფერია. როდესაც მოვხუცდები, ჩემს შვილიშვილებს ძილის წინ მოვუყვები, რომ მესის გვერდით ვასპარეზობდი.”
შედეგი: ლეო მესი
პაულო დიბალა
“ისინი მრავალი წელია, ერთად ყველაზე ზემოთ დგანან.”
შედეგი: ფრე
დეკუ
“ცხადია, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს უკვე მრავალი წელია გვაჩვენებენ.”
შედეგი: ფრე
ფერნანდო გაგო
“ჩემთვის რონალდუ ნომერ პირველი ვერ იქნება, რადგან ეს ადგილი ლეო მესის ეკუთვნის”.
შედეგი: ლეო მესი
ეზეკიელ გარაი
“როდესაც ხალხი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას მთხოვს, ყოველთვის ლეოს ვირჩევ. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია”.
შედეგი: ლეო მესი
ანდრე გომეში
“რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც სათამაშოდ ყოველთვის მზადაა. ყველამ იცის, რომ ლეო ძალიან კარგი ფეხბურთელია. შესაბამისად, უკეთესს ვერ ავარჩევ”.
შედეგი: ფრე
ჰენრიკ ლარსონი
“რონალდუ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ლეო უკეთესია. არგენტინელი ამ სამყაროს წარმომადგენელი არ არის”.
შედეგი: ლეო მესი
ჟერარ პიკე
“კრიშტიანუ იდეალური მანქანაა, რომელიც წინ თავდაუზოგავად მიიწევს, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ ლეო მესის მსგავსი ნიჭი არავის აქვს. ჩემთვის არაადამიანებში საუკეთესო მესია, ადამიანებში კი – რონალდუ.”
შედეგი: ლეო მესი
ნელსონ სემედუ
“რეალს” რონალდუს წასვლა ძალიან დაეტყო. პორტუგალიელს მუდმივად ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. მესი შესანიშნავი მოთამაშეა, მის გვერდით ასპარეზობა დიდ პრივილეგიას გაძლევს”.
შედეგი: ფრე
კარლოს ტევესი
“გუნდური ვარჯიშის შემდეგ კრიშტიანუ ყოველთვის სავარჯიშო დარბაზში ჩერდება. მას აკვიატებული აქვს, რომ ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოს.
ლეო მესი სხვა სპორტს თამაშობს. მისთვის თითოეულ მატჩში 3 გოლის გატანა სრულიად ბუნებრივია.”
შედეგი: ფრე
გეთანხმები მარტო არგეტინელებზე ან მესის თანაგუნდელებზე დევს სტატია
მადრიდელები მაგრად გვახატია და იმიტომ.
გეთანხმები მარტო არგეტინელებზე ან მესის თანაგუნდელებზე დევს სტატია
19-ის ვარ, ამ საიტზე შემოდიხარ და ჩემს სიახლეებს კითხულობ, გილოცავ 😍 😆
ო დიდო მესი შენ შეგვიწყალე და შეგვიბრალე ცოდვილნი. ხანდახან მგონია 12 წლის ზემოთ არ შემოდიან ამ საიტზე და ავტორიც მაგ ასაკისაა 😂😂😂