შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 37–ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” უმასპინძლა “დეპორტივოს”. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ახლა კი გთავაზობთ საინტერესო ციფრებსა და ფაქტებს, რომელიც დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნულ თამაშში.
► “ბარსას” მიერ გამართულ 60 შეხვედრიდან კეიტამ 55–ში მიიღო მონაწილეობა. მან გამოტოვა მატჩები “პანათინაიკოსთან” (ჩემპიონთა ლიგა, 5:1), ორი მატჩი “რუბინთან” (ჩემპიონთა ლიგა, 1:1 – 2:0), “სევილიასთან” (ლა ლიგა, 5:0) და “მალაგასთან” (ლა ლიგა, 4:1).
► ბოიანმა ტრავმის მიღებიდან 1 თვეში შეძლო თამაშში ჩართვა. მან ბოლოს “ალმერიასთან” ითამაშა. ეს შეხვედრა კატალონიელთა სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა.
► მაქსველიც დაუბრუნდა მინდორს, რომელმაც ბოლოს “ოსასუნას” წინააღმდეგ ისაპარეზა, სადაც ტრავმა მიიღო.
► ამ მატჩში შედგა ორიოლ რომეუს დებიუტი ლა ლიგაში. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს თამაში იყო ესპანეთის სუპერ თასზე, სადაც “ბარსა” დამარცხდა “სევილიასთან” პირველ შეხვედრაში.
► “კამპ ნოუზე” მატჩი სადებიუტო აღმოჩნდა ჯონათან დოს სანტოსისთვის. ლა ლიგის ეგიდით მას არ უთამაშია ამ სეზონში “კამპ ნოუზე”. ჯონათანმა მონაწილეობა მიიღო “ვილიარეალთან” გასვლით მატჩში, რამდენიმე სათასო შეხვედრასა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში.
► ბარტრამ პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში. ბოლოს მარკმა “ვისენტე კალდერონზე” იასპარეზა პირველი გუნდის რიგებში 2009/2010 წლების სეზონში.
► ბარტრამ და ტიაგომ ყველაზე მეტჯერ ჩაჭრეს ბურთები (9–9 ჩაჭრა).
► 19 მატჩიდან გუნდმა 10–ში მშრალად შეინახა კარი და მხოლოდ 10 გოლი გაუშვეს.
► აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი კორიდორი გვარდიოლას გუნდისთვის “დეპორტივოს” მხრიდან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს 2008/2009 წლის სეზონში “რიაზორზე”.



