“ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო კატალონიის “ბარსელონას” ულტიმატუმს უყენებს.
“ლაუტარო მარტინესი არ იყიდება. “ბლაუგრანა” დაგვიკავშირდა, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა მათ ვუთხარით, რომ არგენტინელს არ გავყიდით.
თუ 22 წლის შემტევის ხელში ჩაგდება სურთ, ერთადერთი გზა მისი გამოსასყიდი თანხის სრულად დაფარვაა.
ლაუტარო “ნერაძურის” მომავალია და მისი აქ დატოვება გვინდა”, – ციტირებს დირექტორის სიტყვებს Sky Sports.
კორონავირუსის გამო მიღებული დიდი ფინანსური ზარალის გამო, ბოლოს გავრცელებული ჭორების მიხედვით, “ბარსელონა” ლაუტარო მარტინესის 111 მილიონიანი გამოსასყიდის დაფარვას 2 ფეხბურთელითა და 50 მილიონი ევროთი აპირებდა. თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიელებს “ინტერის” მოთხოვნილი პირობის შესრულება მოუწევთ.
რა გახდა ეს ლაუტარო ესეთი, 111 მილიონი ლაუტარო კი არა 2 ლაუტარო არ ღირს.
დაიტოვონ და დაბერდეს ტიტულზე ოცნებაში.
მშვიდობაში მოიხმარონ თავიანთი მომავალი 111 მილიონს ამ გაჭირვების ჟამს არცერთი გრანდის ბოსი გადაიხდის
სლეუტინიოში ან სლემბელეში გაუცვალეთ და დაუმატეთ ცოტა
თქვენ გაიხარეთ ბარსელონა 111 მილიონის გადამხდელი ამ ეტაპზე ნაღდად არაა ასე რომ შეგიძლიათ მზით გაცვითოთ ლაუტარო ამოვისუნთქე როგორც იქნა