მოგესალმებით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივრებო. ამ ბოლო დროს ბევრი ბჭობა მიდის საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ცენტრ ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის კლუბში დარჩენა არ დარჩენაზე. ძალიან ბევრი უკმაყოფილოა მის მიერ, მისთვის სადებიუტო სეზონში ნაჩვენები შედეგებით და თვლის, რომ მან უნდა დატოვოს კლუბი. მე არ მოგაწყენთ თავს ბევრი ლაპარაკით და უბრალოთ შემოგთავაზებთ მისს სტატისტიკას ლა ლიგაში და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.
როგორც ხედავთ ცხრილიდან იბრაჰიმოვიჩმა 38 ტურში ითამაშა 29 თამაში, 23 თამაში დაიწყო ძირითადში და 6 თამაში ითამაშა შეცვლაზე:
მალაგა – ბარსელონა, 29 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ითამაშა 62 წუთი, გაიტანა გოლი;
ბარსელონა – რეალი, 51 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ითამაშა 40 წუთი, გაიტანა გამარჯვების გოლი;
ხერესი – ბარსელონა, 66 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ითამაშა 25 წუთი, გაიტანა გოლი;
ესპანიოლი – ბარსელონა, 82 წუთზეშევიდა შეცვლაზე, ითამაშა 9 წუთი;
ვილიარეალი – ბარსელონა, 85 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ითამაშა 6 წუთი;
ბარსელონა – ვალიადოლიდი, 80 წუთზე შევიდა შეცვლაზე , ითამაშა 11 წუთი;
ძირითადში დაწყებული 23 თამაშიდან 8 თამაშში იგი შეცვალეს.
ბარსელონა – ხეტაფე, 52 წუთზე შეცვალეს;
რასინგი – ბარსელონა, 53 წუთზე შეცვალეს, გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი;
ალმერია – ბარსელონა, 60 წუთზე შეცვალეს ;
ბარსელონა – ტენერიფე, 67 წუთზე შეცვალეს;
ბარსელონა – სარაგოსა, 72 წუთზე შეცვალეს, გაიტანა 2 გოლი, გააკეთა საგოლე პასი;
ბარსელონა – ოსაუნა, 74 წუთზე შეცვალეს, გაიტანა გოლი;
ბარსელონა – ესპანიოლი, 76 წუთზე შეცვალეს, გაიტანა გამარჯვების გოლი;
ბარსელონა – ატლეტიკო, 86 წუთზე შეცვალეს, გაიტანა გოლი.
სულ 29 თამაში, ითამაშა 2043 წუთი, გაიტანა 16 გოლი, 2 პენალით და გააკეთა 7 საგოლე პასი.
იბრაჰიმოვიჩმა შესაძლებელი 3420 წუთიდან ითამაშა მხოლოდ 2043 წუთი, სხვაობა არის 1377 წუთი, ანუ ეს არის 15 !!! თამაშის ექვივალენტი. ამ 2043 წუთში შვედმა თავდამსხმელმა გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 7 საგოლე პასი, 2043 წუთი არის 22!!! თამაშის ექვივალენტი. მას ყოველ 127 წუთში გაჰქონდა გოლი.
იბრაჰიმოვიჩის ნაჩვენები შედეგი გოლს+პასი (16+7 = 23 ქულა) მეორეა შედეგია , ამაში იგი მხოლოდ მესის ჩამორჩა. არ დაგვავიწყდეს რომ მან ეს შედეგი 29 თამაშში აჩვენა, რაც 5-6 თამაშით ნაკლებია სხვებზე, ამას ისიც ემატება, რომ მას ყველა თამაში ძირითადში არ უთამაშია, ხოლო ბოლო ტურებში 3 თამაშში შესაძლებელი 270 წუთიდან მოედანზე მხოლოდ 26!!! წუთი დაჰყო. არ დაგვავიწყდეს, რომ მადრიდის რეალთან მისი გოლი გამარჯვების გოლი იყო, ასვევე არსენალთან დაპირისპირებაში უდუდესი როლი ითამაშა მისმა ორმა გოლმა, გავიხსენოთ შტუდგარტთან გატანილი გოლიც, ესევე უნდა აღინიშნოს, რომ მან ჩემპიონატის საწყის 5 ტურში ზედიზედ გაიტანა 5 ბურთი, რითაც გაუსწრო “ბარსელონას” ლეგენდებს, ლადისლაო კუბალას და გაეტანო რე-ს, რომლებსაც 4-4 გოლი ჰქონდათ გატანილი და გაიმეორა სესარ როდრიგესის რეკორდი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ფეხბურთელი ადაპტაციას გადის უცხო ჩემპიონატში, განიცდის ენობრივ ბარიერს, ეგუება ახალ გარემოს, ახალ სათამაშო სტილს და ახალ თანაგუნდელებს, ამას დამატებული ტრამვები რის გამოც შვედს ბევრი თამაში გაუცდა. აქვე შემოგთავაზებთ წარსულში “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელების სადებიუტო სეზონებში ნაჩვენებ შედეგებს ლა ლიგაში:
იოჰან კრუიფი 1973 – 1974 წ. 26 თამაშში 16 გოლი.
დიეგო მარადონა 1982 – 1983 წ. 20 თამაშში 11 გოლი.
ხრისტოს სტოიჩკოვი 1990 – 1991 წ. 24 თამაშში 14 გოლი.
რომარიო 1993 – 1994 წ. 33 თამაშში 30 გოლი.
რონალდო 1996 – 1997 წ. 37 თამაშში 34 გოლი.
ლუის ენრიკე 1996 – 1997 წ. 35 თამაშში 17 გოლი.
რივალდო 1997 – 1998 წ. 34 თამაშში 19 გოლი.
პატრიკ კლუივერტი 1998 – 1999 წ . 34 თამაშში 15 გოლი.
ხავიერ სავიოლა 2001 – 2002 წ. 32 თამაშში 17 გოლი.
რონალდინიო 2003 – 2004 წ. 32 თამაშში 15 გოლი.
სამუელ ეტოო 2004 – 2005 წ. 37 თამაშში 25 გოლი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2009 – 2010 წ. 29 თამაშში 16 გოლი.
როგორც ხედავთ სადებიუტო სეზონისთვის არც თუ ისე ურიგო შედეგია, იბრაჰიმოვიჩი არაა რონალდო რომ პირველივე სეზონში 37 გოლი გაიტანოს. საერთო ჯამში მე ვთვლი რომ სადებიუტო სეზონი იბრასთვის ნორმალური გამოდგა. ვიცი რა შვედი ფეხბურთელის ნიჭიერების მასშტაბები ეს სეზონი უფრო უკეთესიც უნდა გამხდარიყო მისთვის. ზლატანი არ გენეკუთვნება იმ ფეხბურთელებს რომლებიც ფარ ხმალს ადვილად ჰყრიან და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ სეზონში იგი გაიბრწყინებს და გაგვახარებს მოწინააღმდეგის კარში გატანილი ურიცხვი გოლებით.