ლეო მესიმ აქამდე ლა ლიგის 37 სტადიონი დალაშქრა

ლეო მესიმ აქამდე ლა ლიგის 37 სტადიონი დალაშქრა

“ბარსელონას” ლეგენდას, ლეო მესის ლა ლიგაში შესანიშნავი შედეგები აქვს. დაფიქსირებული სტატისტიკების მიხედვით, არგენტინელმა პრიმერა დივიზიონში 42 სტადიონიდან, სადაც ერთხელ მაინც უთამაშია, 37-ში (88%) მინიმუმ 1 გოლის გატანა მოახერხა.

ლიონელის ფავორიტი სტადიონებია: “რიასორი” (ლა კორუნიის “დეპორტივო”), “რამონ სანჩეს პისხუანი” (“სევილია”) და “სანტიაგო ბერნაბეუ” (“რეალი”) – “ლა პულგამ” აღნიშნულ მოედნებზე მეტოქეთა კარის ბადე 36-ჯერ შეარხია. საერთო ჯამში, ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით, მესიმ 37 სხვადასხვა სტადიონზე 186 გოლი გაიტანა.

“ბარსას” ათიანმა შედეგიანი დარტყმის განხორციელება მხოლოდ 5 მოედანზე ვერ შეძლო, ესენია: “კარლოს ბელმონტე” (“ალბასეტე”), “მუნისიპალ დე ჩაპინი” (“ხერესი”), “ლოს პახარიტოსი” (“ნუმანსია”), “რამონ დე კარანსა” (“კადისი”) და “ენრიკე როკა” (“მურსია”).

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ლეო, 474 მატჩში გატანილი 438 გოლით, ევროპის ტოპ 5 ლიგის (ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა და ლიგა 1) საუკეთესო ბომბარდირია – არგენტინელის უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც მესისთან შედარებით, ერთით ნაკლები ბურთი გაიტანა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    12 მაი 2020, 21:05

    მაგ ხუთ გუნდს ლა ლიგაში აღარც შეხვდება მესი