workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ კლატენბურგი მესისთან პირველ შეხვედრაზე: შოკირებული ვიყავი

მარკ კლატენბურგი მესისთან პირველ შეხვედრაზე: შოკირებული ვიყავი

ცნობილი ინგლისელი არბიტრი, მარკ კლატენბურგი, Sportsmail-თან ინტერვიუში იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, რომელსაც მის მიერ განსჯილ შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა. მათ შორისაა ლიონელ მესი და ლუის სუარესი.

“როდესაც პირველად მესის მოედანზე შევხვდი, შოკირებული ვიყავი. მახსოვს, მასთან ასე ახლოს ყოფნა მაფიქრებინებდა, “ღმერთო, ეს დაუჯერებელია”, – კლატენბურგი 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩს გულისხმობს.

“მსაჯი ვალდებულია თვალი ბურთს ადევნოს, თუმცა მასთან ერთად, შეიძლება, ბურთი დაგეკარგა. წარმოიდგინეთ, ეს მცველებისთვის რა რთული იქნება.

იძულებული ვიყავი, სიტუაცია სხვაგვარად გამეანალიზებინა. იგი ისეთი ტექნიკურია, რომ მეტოქეები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მის შეჩერებას, ხან ფეხით, ხანაც – კორპუსით”.

ინგლისელმა, აგრეთვე, მესისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათიც გაიხსენა.

“პსჟ-სთან შეხვედრაში მესი მეტოქის ფეხზე დაბიჯებისთვის გავაფრთხილე, თუმცა მას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. საერთოდ, კონფლიქტი არ წამოუწყია. იგი, უბრალოდ, ასეთია.

როგორც არბიტრი, ყოველთვის ელი მესისთან ერთად მოედანზე გასვლას, რადგან იცი, რომ ის მატჩი განსაკუთრებული იქნება”, – თქვა კლატენბურგმა.

რაც შეეხება, ლუის სუარესს, მან აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგაში “ლივერპულის” მატჩების გაძღოლისას, სუარესთან ესპანური სალანძღავი სიტყვები არაერთხელ გაუცვლია. ასევე, დაამატა, რომ მსაჯმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ როგორ გაუმკლავდეს ურუგვაელის მსგავს ფეხბურთელებს.

კლატენბურგმა ხუთეულში, აგრეთვე, კრიშტიანუ რონალდუ, ვენსან კომპანი და გარი სფიდი შეიყვანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 08 მაი 2020, 17:46
    #1

    პეპეს მისამართით, ამის მიმიკებს რა დამავიწყებს.