workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვერნერს ლაუტაროს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს

“ბარსელონა” ვერნერს ლაუტაროს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს

“ბარსელონა” “ლაიფციგის” თავდამსხმელით, ტიმო ვერნერითაა დაინტერესებული.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური კლუბის პრიორიტეტული სამიზნე “ინტერის” შემტევი, ლაუტარო მარტინესია. თუმცა, “ლურჯ-ბროწეულსიფერები” ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ გერმანელი ფორვარდია.

წყაროს ცნობით, მარტში “ბარსელონას” ტექნიკური მდივანი, ერიკ აბიდალი და მისი მოადგილე, რამონ პლანესი გერმანიაში გაფრინდნენ, სადაც ვერნერის მამას შეხვდნენ, რათა გაეგოთ, თუ როგორ უყურებს ფეხბურთელი “ბარსაში” შესაძლო ტრანსფერს.

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლანესი “ლაიფციგსა” და “ტოტენჰემს” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩს დაესწრო, რათა ვერნერისა და ასევე გერმანული კლუბის მცველების, ანხელინიოსა და დაიო უპამეკანოს თამაშებს დაკვირვებოდა.

24 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ასევე “ლივერპული”, “ინტერი” და “ბაიერნი” იჩენენ.

ტიმო ვერნერმა ამ სეზონში, “ლაიფციგის” მაისურით, ყველა ტურნირზე, 27 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • სპარტაკი
    schedule 24 აპრ 2020, 17:23
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    აი იმ ფეხბურთის დედა მივაცენზურე ვერნერი რო ლაუტაროს ალტერნატივა იქნება და ლაუტარო პირველი არჩევანი


    მართალი ხარ რა კრიტერიუმით ჯობია ვერ ვამუღამებ..

  • M10 S9 D11
    schedule 24 აპრ 2020, 16:13
    #1

    აი იმ ფეხბურთის დედა მივაცენზურე ვერნერი რო ლაუტაროს ალტერნატივა იქნება და ლაუტარო პირველი არჩევანი