workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი გონსალესი: კიკე სეტიენის სათამაშო სტილი მომწონს

პედრი გონსალესი: კიკე სეტიენის სათამაშო სტილი მომწონს

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ესპანელი ტალანტი, პედრი გონსალესი კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, კიკე სეტიენზე საუბრობს.

“სეტიენი სათამაშო სტილი განვითარებაში დამეხმარება, გუნდური და პოზიციური თამაში მიყვარს. შესანიშნავია, რომ “ბარსელონას” ასეთი მწვრთნელი ჰყავს.

მთელი ჩემი ოჯახი, რომელმაც ეს კლუბი შემაყვარა, ყოველთვის “ბარსას” გულშემატკივრობდა.

რთულია, “ბლაუგრანაზე” არ იფიქრო. ეს არის გუნდი, რომელში თამაშიც ყოველთვის მსურდა. “ბარსელონა” ჩემი ბავშვობის ოცნების კლუბია.

ანდრეს ინიესტა ჩემი კუმირია. მისი სტილი და მოედნის ხედვა ძალიან მიყვარს. ანდრესის თამაში ჩემთვის ხელოვნებაა. ახლა, ფრენკი დე იონგი მომწონს, რომლის თამაშსაც ხშირად ვუყურებ“, – ციტირებს პედრის სიტყვებს Goal.

მიუხედავად იმისა, რომ გონსალესი მხოლოდ 17 წლისაა, ის უკვე “ლა პალმასის” შეტევის ერთ-ერთი ლიდერია. ამ სეზონში, კუნძულელთა რიგებში, პედრიმ 27 მატჩში თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

თავდაპირველად მისალოდნელი იყო, რომ ახლაგაზრდა ფეხბურთელი “ბარსადან” “ლას პალმასში” იჯარით ორ სეზონს გაატარებდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ის პრესეზონს (თუ ჩატარდა) კატალონიურ გრანდში გაატარებს, შემდეგ კი გადაწყდება, გუნდში დარჩება თუ კვლავ გაანათხოვრებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward