კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ნეიმარ ჟუნიორმა მშობლიურ ქვეყანაში კორონავირუსით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ბრაზილიური რეალი (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი) გამოყო.
აღნიშნულის შესახებ გადაცემა Fofocalizando-ს წამყვანმა, ქრის ფლორესმა განაცხადა:
“ნეიმარმა ქველმოქმედება კვირის დასაწყისში გააკეთა. თანხის ნაწილი UNICEF-ს მოხმარდა, ნაწილი კი დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.
ფეხბურთელს ქმედების გასაჯაროვება არ სურდა, თუმცა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სიკეთეს სჩადიან, ყველამ უნდა იცოდეს”, – აცხადებს ჟურნალისტი.
ყოჩაღ ნეი
არ უნდა წასულიყავი ნემო.დაბრუნდება იმედია მომავალ სეზონში
რა ტალანტი გაფლანგა ამ დებილმა, ისტორიის 10 საუკეთესოში შესვლის პოტენციალი ჰქონდა და ბოლოს ლიგა ერთის ვარსკვლავობა შერჩა.