workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიას” პირველი გუნდის 35% კორონავირუსს ებრძვის

“ვალენსიას” პირველი გუნდის 35% კორონავირუსს ებრძვის

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა პრიმერა დივიზიონის კლუბებშიც იზრდება.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” მესამედზე მეტი ინფიცირებულია. აქამდე ვიცოდით, რომ დაავადებულთა შორის იმყოფებოდნენ: ეზეკიელ გარაი, ხოსე გაია, ელიაკიმ მანგალა, პაკო კამარასა და ექიმი ხუან ალიაგა.

“ღამურების” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ვალენსია” კლუბში Covid-19-ის ახალ შემთხვევებს ადასტურებს. ინფიცირებულნი სახლებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად “სან სიროზე” თამაშის შემდეგ გატარებული თავდაცვის ზომებისა, გუნდის 35%-ის ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა.”

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეგიდით “ატალანტას” მილანში დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, ქალაქი ლომბარდიის რეგიონში მდებარეობს, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ერთ-ერთი ცხელი წერტილია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 18 მარ 2020, 01:37
    #1

    იტალიამ მოწამლა ევროპის 80%.