ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონას” მეტოქეს, “ნაპოლის”, პრობლემები მოეძალა. გარდა იმისა, რომ ნეაპოლელები ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან შორს იქნებიან, ჯენარო გატუზოს გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემებიც ექნება.
ამ დროისთვის ტრავმირებულია გუნდის დაცვის ცენტრის ლიდერი კალიდუ კულიბალი, რომელმაც “ბარსელონასთან” პირველი შეხვედრაც გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა სენეგალელი უკანახაზელი 18 მარტამდე გამოჯანმრთელებას.
1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, კულიბალი ნიკოლა მაქსიმოვიჩმა შეცვალა. თუმცა, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სერბმა ფეხბურთელმა, ბოლო ვარჯიშზე, კუნთის ტრავმა მიიღო და ის გუნდს ერთი თვით გამოაკლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმოვიჩის “ბარსელონასთან” თამაში გამოირიცხა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, გატუზოს 2 ვარიანტი აქვს: დაცვის ცენტრში მანოლასს მარჯვენა მცველი დი ლორენცო, ან ნაკლები გამოცდილების მქონე ლუპერტო შეუწყვილოს.
მშვენიერია უნდა ამოვტენოთ ნაპოლი
ნუ თუ რეალის ფორმას შევხედავთ არ არის გამორიცხული ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგოთ, ლიგაზე კი მე მგონი რეალზე ცოტა წინ გავალთ.
ლაიფციგი ან ატალანტა თუ შეგვხვდა.. სხვანაირად ეგეც ზღაპარია. ნაპოლისკიდე რა აქვს საწუწუნო ჩვენ რაღა ვთქვათ 6 კაცი გვაკლია მინიმუმ
ძაან უშანსოდ ჩანს ბარსელონა ლიგაზე. ნახევარფინალი იდეაში კაი შედეგი იქნება თუ გავედით
ესე იღბალით თუ გავძვრებით სადმე ;დ
სეტიენი ისეთი იღბალაა, ლიგას ან ლა ლიგას უეჭველი მოიგებს
,სუარესი და ის აუტისტი დემბელე რო გვყავდეს იქნებოდა შანსი. ახლა არ გვაქ სამწუხაროდ
წელს თუ ლიგა გვინდა მაშინ აბსოლიტურად ყველა დაპირისპირებაში უნდა გაგვიმართლოს. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსაჯის იმედი აღარ უნდა გვქონდეს
შენ პირს შაქარი და მურაბა:))) გულის სიღრმეში მეც მჯერა მაგის მაგრამ ვნახოთ
აი ხო უტოპიაა მარა წელს ლიგას დავდებთ
კაია რო ჩამოგვწერეს, ახლა უფრო ეფექტური იქნება ჩვენი ლიგის აწევა