კულიბალი: ნაპოლის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია

კულიბალი: ნაპოლის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია

“ნაპოლის” ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალი ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაში იტალიელთა შანსებს აფასებს.

კულიბალის მტკიცებით, სახლში თამაში კატალონიელებისთვის აუცილებლად უპირატესობის მიმნიჭებელი არაა. La Gazzetta dello Sport-თან გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ 

“ნაპოლის” ყველაფერი აქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. “ბარსელონა” რომ “კამპ ნოუზე” არ თამაშობს, ეს, შეიძლება, უპირატესობაც იყოს. “მონჟუიკზე” იგივე ვნება და ზეწოლა არაა. “ბარსას” ნიჭიერი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავს, თუმცა “ნაპოლი” კარგადაა ორგანიზებული და მათთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

“ბლაუგრანა” “ნაპოლის” სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. წინა შეხვედრა კლუბებს შორის 1-1 დასრულდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    11 მარ 2024, 20:03

    ამ ნაპოლის თუ ვეღარ მოუგეს სახლში და თავი ჩამოიხრჩონ ფეხბურთელებმა.

  • nika 54
    11 მარ 2024, 19:08

    ციტატა: PUIOL5
    ბარსას რომ დიდებული მწვრთნელი ყავდეს
    ამ ნაპოლის სლეზე გადაიმტვრევდა


    უკვე გადამტვრეული ეყოლებოდა პირველივე მატჩში. ისე რომ განმეორებითს აზრიც არ ექნებოდა.

  • akaki
    11 მარ 2024, 15:37

    ბარსას ბალეჩიკი ვარ თითქმის 30 წელია.მარა დღეს ისეთი ტრეინერი გვყავს.სამწუხაროდ იმედი არ მაქ ბარსასი რომ მოიგოს….ხავი თუ არ მოშორდა ბარსას ამაზე უარეს დღეში ჩავარდებით.თუ მაინც უნდა წავაგოთ მინდა კვარამ გაგვიტანის.რომ ეგებ გამოიხედოს თვალებში ლაპომ და კვარა მოიყვანოს ბარსაში.

  • Jorkaeff
    11 მარ 2024, 14:36

    ციტატა: PUIOL5
    ბარსას რომ დიდებული მწვრთნელი ყავდეს
    ამ ნაპოლის სლეზე გადაიმტვრევდა

    საშუალო დიდების მწვრთნელიც ეყოფა ამ ნაპოლის გადალეწვას, მაგრამ მაგის ბედნიერებაც არ გვაქვს, სამწუხაროდ.
    მაგრამ, ვფიქრობ მაინც დავადებთ კულიბალისფერს ამ ნაპოლს)

  • Fc Barca Batumi
    11 მარ 2024, 12:50

    ლოგიკურია, ბაზარი არაა! მაგრამ ბარსა იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ ჩავი ტრიბუნაზე იჯდება, როგორც ბარსას გულშემატკივარი smile
    ცდები კუნიბალ, ბარსა ნაპოლს დაახევს ბურთს
    visca barca visca catalunya barca-1 barca-1 barca-2 barca-4

  • PUIOL5
    11 მარ 2024, 10:23

    ბარსას რომ დიდებული მწვრთნელი ყავდეს
    ამ ნაპოლის სლეზე გადაიმტვრევდა