რაფინიას ბარსელონადან წასვლა გამორიცხული არაა

რაფინიას ბარსელონადან წასვლა გამორიცხული არაა

“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის დიდი სურვილი არც ფეხბურთელს აქვს და არც ჩავი ერნანდესს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ცნობით 26 წლის შემტევით სერიოზულადაა დაინტერესებული საუდის არაბეთის “ალ ჰილალი”. “ბარსელონას” ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ არაბეთიდან არსებული ინტერესის შესახებ ინფორმაცია აქვს როგორც კლუბს, ასევე ფეხბურთელს.

კატალონიური გამოცემის ცნობით “ალ ჰილალისთვის” კარს არც “ბარსელონა” ხურავს და არც რაფინია. კლუბიც და ფეხბურთელიც მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაფერია იმისა მიუხედავად, რომ რაფინია საჯაროდ ყოველთვის “ბლაუგრანაში” დარჩენის სურვილს გამოხატავს.

რაფინია “ლიდს იუნაიტედიდან” “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ბოლო კვირებში არსებული ცნობებით “ბლაუგრანა” ბრაზილიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ბევრად უფრო სარფიან წინადადებას მიიღებს.

მიმდინარე ზაფხულში “ალ ჰილალმა” უკვე დაიმატა კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და რუბენ ნევეში.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • mari
    17 ივლ 2023, 00:14

    ციტატა: nika 54
    ამათ ფიფამ ტრანსფერებზე ბანი არ დაადო? თუ ის სხვა გუნდი იყო? თუ რაფინია მიყავთ ტორესიც დავუმატოთ ვუთხრათ ცალ-ცალკე არ გამოსდით თამაში, წყვილში ხევენ ყველაფერს თქო.


    არიქა ლაპორტას მიაწვდინეთ როგორმე ეგ იდეა! ხო, და კიდევ რობერტო "დაბავკაში", მაგათ სათადარიგო ხომ უნდათ…
    joy joy stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

  • Rick Sanchez
    17 ივლ 2023, 00:06

    ალ ჰილალს თავისუფლად გამოართმევენ 80+ მლნს

  • დამავიწყდა
    16 ივლ 2023, 23:38

    ციტატა: me da barca
    60 თუ გადაიხდის ვინმე გაცილების სუფრაც გადაუხადეთ. თუ არაბები დაგოიმდნენ და მეტიც გადაიხადეს საერთოდ კანფეტ, მაგრამ ამას ტრაქტორითაც ვერ გაათრევ აქედან


    ცუდი სეზონი არ ქონია სტატიატიკით და 80 მინიმუმ უნდა გაიყიდოს 60 ცოტაა.არც შემოგვთავაზებენ 80 ნაკლებს ევროპა იხდიდა 80 და არაბები 100 გადაიხდიან ბონუსებით😁

  • me da barca
    16 ივლ 2023, 22:59

    ბევრად უფრო სარფიანი რას ნიშნავს?! 120 ამ ჩინურ ბრაზილიელში არავინ ფადაიხდის და თუნდაც 60 თუ გადაიხდის ვინმე გაცილების სუფრაც გადაუხადეთ. თუ არაბები დაგოიმდნენ და მეტიც გადაიხადეს საერთოდ კანფეტ, მაგრამ ამას ტრაქტორითაც ვერ გაათრევ აქედან

  • პეპ გუარდიოლა
    16 ივლ 2023, 22:04

    იმედია ჭორი არაა და მართლა მოშორდება ბარსას ესეც და დემბელეც

  • Bakero
    16 ივლ 2023, 20:39

    '' ალ ჰილალ '' ცალკე არ იყიდება მხოლოდ წყვილში ტორესთან ერთად!

  • nika 54
    16 ივლ 2023, 16:34

    ამათ ფიფამ ტრანსფერებზე ბანი არ დაადო? თუ ის სხვა გუნდი იყო? თუ რაფინია მიყავთ ტორესიც დავუმატოთ ვუთხრათ ცალ-ცალკე არ გამოსდით თამაში, წყვილში ხევენ ყველაფერს თქო.

  • M10 S9 D11
    16 ივლ 2023, 14:26

    ააცმევინეთ

  • ♠️Spookyfy♠️
    16 ივლ 2023, 13:25

    Dagvxatavda amis sarfianad wasvla, al hilalistvis martla mecodeba. Nagdad araa utvino fexburteli,piriqit kai tipia.ise ki al hilalas 100+ plus unda motxovon,newcastles 80+ , sxvebs 70+ ddd

  • Ertaoz Bregvadze
    16 ივლ 2023, 12:58

    80 ლიმონი გადაიხადონ და შეუფუთონ. სამაგიეროდ ბერნარდო მოიყვანონ, ტიპი პრაიმში შედის.

  • Barca1980
    16 ივლ 2023, 12:48

    ჰაა მიდი რაფოო , ბრაზილიელი არა ხააარ , არ უღალატო ჩვეულებას , რითი ხარ ოსკარზე ან ნეიმარზე ნაკლებიი ?ისეთ ხელფასს ჩაგახუტებენ , ვერც იოცნებებ ვერასოდეს . შვილიშვილებს კი მოუყვები სატრაბახოთ რომ ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა მოიგე . ხოდა ჩვენც მოგვაგებინე შენი არსებობით ერთი 40-50 ლიმონი და სიყვარულით გაგიხსენებს ყველა smile barca-1

  • Pirat❤️💙
    16 ივლ 2023, 11:00

    80+ მილიონი დადონ და გაიკეთონ ერთ ადგილას😂

  • JustBarcaLover
    16 ივლ 2023, 10:22

    ეს და ტორესი მომაშორეთ და ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები დედამიწაზე