MD: როდრიგოს ტრანსფერში მუსა ვაგე ან აბელ რუისი ჩაერთვება

MD: როდრიგოს ტრანსფერში მუსა ვაგე ან აბელ რუისი ჩაერთვება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, როდრიგო მორენოს ტრანსფერში, შესაძლოა, “ბარსელონამ” სხვა ფეხბურთელებიც ჩართოს. გამოცემის ცნობით, ეს მუსა ვაგე ან აბელ რუისი იქნება.

“ბარსელონა” აქტიურად ეძებს ლუის სუარესის შემცვლელს და ყველაზე რეალურ კანდიდატად “ვალენსიას” თავდამსხმელი როდრიგო მორენო განიხილება. თუმცა, ესპანურ კლუბებს უჭირთ ტრანსფერი ღირებულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც ჩანს, 50 მილიონი ევრო კატალონიელთათვის ძვირი აღმოჩნდა, ამიტომ კლუბმა ვაგეს ან რუისის ტრანსფერში ჩართვა გადაწყვიტა.

მუსა ვაგემ პირველი გუნდის შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა. “ლეგანესისა” და “ინტერის” წინააღმდეგ სენეგალელმა გასაოცარი ინდივიდუალიზმი და უნარები გამოამჟღავნა.

აბელ რუისი “ბარსელონა ბ”-ს ფორვარდი იყო იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი იჯარით გაშვება იგეგმებოდა, თუმცა სუარესის ტრავმამ პროცესი შეაფერხა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 31 იანვარს დაიხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ქომაგები კლუბის ახალი თავდამსხმელის ვინაობას რამდენიმე დღეში გაიგებენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • gocha
    28 იან 2020, 13:51

    რა როდრიგო,იყიდონ ვინმე სუპერ ფორვარდი .

  • Johan cruyff13
    27 იან 2020, 23:11

    ბარსაში რა უნდა ამას, წავიდეს თავის ბიძაშვილებთან ან ერთთან ან მეორესთან. .

  • lesane C
    27 იან 2020, 22:00

    ციტატა: Guro

    ციტატა: lesane C
    კაი რა როდრიგო თან ვალენსიელები კარგად არ აქვს გუნდს დაცდილი,ამას ისევ ვინმე გამოცდილი "ბებერი" მოიყვანონ,ისეთი მესის რო არ მიაჩერდეს ფეხებში (კავანიზე წავიკითხე და კაი ვარიანტი მგონია)


    ალბა და ვილა გვყავს მაქედან ნაყიდი.


    ბოლო ტრანსფერები ვიგულისხმე ეგენი ძაან ადრე იყო 😀 თან დიდად არ მომწონს ეს როდრიგო, რავი ვფიქრობ უაზროდ გადაყირიან კიდე ფულს

  • El pistolero 9
    27 იან 2020, 21:53

    ციტატა: lesane C
    კაი რა როდრიგო თან ვალენსიელები კარგად არ აქვს გუნდს დაცდილი,ამას ისევ ვინმე გამოცდილი "ბებერი" მოიყვანონ,ისეთი მესის რო არ მიაჩერდეს ფეხებში (კავანიზე წავიკითხე და კაი ვარიანტი მგონია)


    ალბა და ვილა გვყავს მაქედან ნაყიდი.

  • lesane C
    27 იან 2020, 21:31

    კაი რა როდრიგო თან ვალენსიელები კარგად არ აქვს გუნდს დაცდილი,ამას ისევ ვინმე გამოცდილი "ბებერი" მოიყვანონ,ისეთი მესის რო არ მიაჩერდეს ფეხებში (კავანიზე წავიკითხე და კაი ვარიანტი მგონია)

  • nikusha
    27 იან 2020, 20:41

    ახლა შენ ნახე დემბელე-მესი-გრიზმანი ან როდრიგო-მესი-გრიზმანი ანდა დემბელე/გირზმანი-მესი-როდრიგო იყოს

  • shu1987
    27 იან 2020, 20:33

    ციტატა: Barca_MNS
    მემგონი არასანდო ინფოა. რამდენინე ვნახე და უპირატესობა ლაუტაროს ენიჭებაო იძახიან..ეჰ იმედია ეგრეა


    ლაუტარო ზაფხულის პერსპექტივააო, ამ ეტაპზე ლაუტაროს შეძენა არ ხერხდებაო და ზაფხულისთვის მთავარი სამიზნე იქნებაო.

  • Barca_MNS
    27 იან 2020, 20:29

    მემგონი არასანდო ინფოა. რამდენინე ვნახე და უპირატესობა ლაუტაროს ენიჭებაო იძახიან..ეჰ იმედია ეგრეა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    27 იან 2020, 20:03

    ჩმორთუმეო და აბიდალი – 2 მზეთამზე იდიოტი.

  • shu1987
    27 იან 2020, 19:55

    მაგრად ტეხავს ბარსელონას დონის გუნდი ნორმალურ ტრანსფერს ვერ აკეთებს, ბართომეუს ბრალია ბლიად ვინმეს ყიდვა რო უნდა გუნდს სხვა გუნდები იმხელა ფასს დაადებენ ხოლმე და სხვა გუნდს ნახევარ ფასად მიყიდიან, რა როდრიგო საშუალო დონის ფორვარდები აკადემიაშიც იქნებიან, გრიზმანი დააყენეთ როდრიგოზე მეტს მაინც გააკეთებს .

  • MSG10911
    27 იან 2020, 19:42

    რა როდრიგო ამათ მართლა შიგ ხო არ აქვთ, მეორე ალკასერი გვინდა ეხლა ჩვენ

  • shu1987
    27 იან 2020, 19:39

    რა როდრიგო ტიპი გამოკვეთილი ფორვარდიც არაა ვალენსიაშიც კი და ბარსას დონის გუნდი ამ …. არ უნდა ყიდულობდეს თან ამხელა თანხად. ბართომეუ შენი ფულის მათეთრებელი დდდდ.. ტიპი იყიდის ასად ყიდის ოცად, თუ ბარსელონას ფეხბურთელი არ ღირს 50-60 მილიონი სხვას რატო უნდა გადაუხადო როდრიგოში ? კარგი ურთიერთობა აქვს კლუბს ბევრ კლუბთანო ექნება ტოო 20 მილიონია ფეხბურთელში 80 მილიონს რო გადაუხდი. ბართომეუ თავისი ბორდით უნდა სეიცვალოს და სათავიდან უნდა დაიწყოს გუნდის წმენდა აღორძინება ახლიდან.

  • M10 S9 D11
    27 იან 2020, 19:30

    გაასხმევინეთ ამას აქედან