ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პატრიკ კლუივერტმა აღიარა, რომ ვალდესთან პერსონალური პრობლემები ჰქონდა

პატრიკ კლუივერტმა აღიარა, რომ ვალდესთან პერსონალური პრობლემები ჰქონდა

“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის დირექტორმა, პატრიკ კლიუვერტმა ვიქტორ ვალდესის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა.

“ვიქტორ ვალდესის გათავისუფლება? ეს პერსონალი პრობლემის გამო მოხდა. საქმე კარგად ვერ წავიდა. ვწუხვარ, რადგან, როდესაც ვიქტორთან ერთად ვთამაშობდი, არანაირი პრობლემა არ გვქონია.” – თქვა კლუივერტმა El Transistor-თან ინტერვიუში.

როგორც აქამდე პრესაში იწერებოდა, ვალდესმა კლუივერტს უთხრა, რომ მისი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა და ის (კლუივერტი) მისაბაძი მაგალითი არავისთვის იყო. ამის შემდეგ, მათ ერთმანეთს უყვირეს.

შეგახსენებთ, რომ ვალდესი კლუბში 19-წლამდელების მწვრთნელად დაბრუნდა, თუმცა ის მალევე (ორ თვეში) გაათავისუფლეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 29 ნოე 2019, 18:37

    ესენიც მაგრები არიან თავისი ხედვები ქონდა ვალდესს და არ აცადეს მუშაობა

  • პავლოვიჩი56
    schedule 29 ნოე 2019, 18:13

    ვალდესი-100%!