დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამარჯვებაში “ბარსელონას” ლუის სუარესი გოლით და საგოლე პასით დაეხმარა.
“თამაშის გაუმჯობესება გვინდოდა. მეორე ტაიმში ცოტათი მოვეშვით, მაგრამ იქამდე გატანილი გოლები მოგებაში და მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა.
დარწმუნებული ნამდვილად არ ვიყავი, რომ პირველი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, წესების დაცვით გავიდა. ვფიქრობ, თამაშგარე იყო. მომდევნო ეპიზოდში კი ეჭვი არ შემპარვია.
ჩემსა და მესის შორის შეთამაშება ყოველდღიურად უფრო ეფექტური ხდება. ეს დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით თამაშის დამსახურებაა. მინდორზე ერთმანეთს თითქმის ყოველთვის ვპოულობთ, ეს კი გუნდს ეხმარება”. – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ.




პისტოლერო მიდი შეუბერე ლევანას ჯინზე და აჩვენე ვინაა N1 ცხრიანი
კარგი იყო გუშინ იმედია კიდე მოუმატებ სუა