“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა კატალონიური კლუბის ტალანტზე, რიკი პუჩზე ისაუბრა.
“აიაქსი” იდეალური ვარიანტი იქნება. მიყვარს, მოთამაშეების ამსტერდამულ კლუბში განათხოვრება. ასევე, “უტრეხტთანაც” გვაქვს ხელშეკრულება. იმ ფეხბურთელების განვითარებისთვის, რომლებიც პირველ გუნდში მოხვედრას ვერ ახერხებენ, ეს იდეალური გზაა.”
“თქვენ თვითონაც ხედავთ, “ბარსელონას” პირველი გუნდის ნახევარდაცვას – ფრენკი, არტურო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად აპირებთ რიკის დაყენებას? მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს რთული იქნება. პუჩისთვის უკეთესი იქნება თუ სხვა კლუბში გავანათხოვრებთ, შემდეგ კი ის დაბრუნებას შეძლებს.” – ციტირებს პატრიკ კლუივერტის სიტყვებს Sport.




არსად არ უნდა გავუშვათ ზამთარში აახვევინეთ იმ მძორს და ალენიას და დააწინაურეთ პუჩი
პუჩი უნდა გავანათხოვროთ და ალენია დავიტოვოთ?