მოლდოვასთან მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა კომენტარი გააკეთა.
“ჩემთვის ცენტრში თამაში უკეთესია, რადგან ამ დროს მოედანზე ორიენტირება უკეთესად გამომდის. ამ პოზიციაზე მრავალი წელია ვთამაშობ. ახლა კი ადაპტირება მიწევს.”
“ბარსელონაში” ბევრს ვსწავლობ. ვიცოდი, რომ კატალონიურ კლუბში თამაში მარტივი არ იქნებოდა.” – ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს Sport.
იმის მიუხედავად, რომ ანტუანს ცენტრში ურჩევნია თამაში, ერნესტო ვალვერდე მას შეტევის მარცხენა ფლანგზე იყენებს.



დააყენე რა სუარესი და გირზმანი ცენტრში ერთად ფლანგიდან მაინც არ ვუტევთ და ცენტრიდან მაინც გააძლიერე შეტევები ფუ რა დებილი ტრენერია ნერვები მეშლება
ვალიკოს ხელში ყველა დეგრედირდა და არც შენ ხარ გამონაკლისი. არაფერი გვეშვეკება სანამ ბურატინო გვყავს
მესი გრიზი და დემბელე ეს სამი უნდა დააყენოს და ზოგჯერ გრიზს სუა შეცვლის დემბელეს-ფატი..