საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურის მატჩი გამართა. დიდიე დეშამის გუნდმა “სტად დე ფრანსზე” ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვას უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმართა მხრიდან მე-9 წუთზე ვადიმ რაცემ გახსნა. ამის შემდეგ, ფრანგებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ეს გოლი რაფაელ ვარანმა გაიტანა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებმა კი დაწინაურება 79-ე წუთამდე ვერ მოახერხეს, როცა ოლივიე ჟირუმ პენალტი ზუსტად შეასრულა.
“ბარსელონას” ფეხბურთელების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა კლემან ლანგლემ და ანტუან გრიზმანმა მიიღეს. ორივე მათგანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=gTTNs2aHLTo]
H ჯგუფში პირველ ადგილს საფრანგეთი 22 ქულით იკავებს, მეორეზე კი 20 ქულით თურქეთია, რომელმაც ევრო 2020-ზე თამაში უკვე გაინაღდა. მესამე ადგილს ისლანდია იკავებს, შემდეგ კი ალბანეთი, ანდორა და მოლდოვა მოდიან.
![მოულოდნელად მძიმე მატჩი საფრანგეთისთვის და ქამბექი მოლდოვასთან [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)



ქამბექი და მძიმე მატჩი სად იყო? ბებიაჩემივით ამძიმებს სტატიებს.