“ბარსელონა” და “რეალი” “კოპა დელ რეის” ფინალში ერთმანეთს 5 – ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 3– ჯერ “ბარსელონამ” “იტრიუმფა” 2 – ჯერ “რეალმა”.
პირველად “ბარსელონამ” “რეალს” “კოპა დელ რეის” ფინალში 1968 წელს დაამარცხა.
ეს იყო “ბარსელონას” მე– 16 თასი, მე–16 ტრიუმფი “კოპაზე” და პირველი “რეალზე” “სამეფო თასის” ფინალში. იმ დროინდელ “ბარსელონას” “ამშვენებდნენ” ისეთი ფეხბურთელები, გილერმო ამორი, ხულიო ალბერტო, ანტონი ტორესი და ა.შ
“ბარსელონამ” ის მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო, 0:1. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, მატჩში გადამწყვეტი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, ეს “ბარსელონასთვის” დიდი ტრიუმფი იყო, “ბარსელონას” მაშინ სალვადორ არტიგასი ხელმძღვანელობდა.
1983 წელი, მარადონას ეპოქა, ხოსე ლუის რომეროს ხელმძღვანელობით, “ბარსელონამ” მეორე ფინალი მოუგო “კოპა დელ რეის” ფინალში. როგორც პირველი ტრიუმფი “ბარსელონასი” “რეალზე” თასის ფინალში, მეორეც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, “ბარსელონამ” დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა “რეალი” 2:1.
იმ დროინდელი “ბარსელონას” ფეხბურთელები იყვნენ, ხულიო ალბერტო, დიეგო შუსტერი, კარასო, რა თქმა უნდა ბრწყინვალე დიეგო არმანდო მარადონა.
1990 წელი, კრუიფის ეპოქის დასაწყისი, მომავალი “დრიმ ტიმი”, ბრწყინვალე და დაუმარცხებელი “ბარსელონა”. სუბისარეტა, , კუმანი, ლაუდრუპი, გილერმო ამორი, აიტორ ბეგირისტაინი და ა.შ.
იმ დროს დაიწყო “დრიმ ტიმის” შენება და მისი შენება იოჰანმა დაიწყო, მფრინავმა ჰოლანდიელმა, რომელმაც მატჩის წინ განაცხადა, რომ მას ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებითაც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს და იოჰანიც არ შემცდარა, ეს გუნდი ჯერ მხოლოდ შენების პროცესში იყო.
“ბარსელონამ” წინა ორი დუელისგან განსხვავებით შედარებით დამაჯერებლად და თავისუფლად იმარჯვა მატჩში და თასს დაეუფლა.
მაშინდელ “რეალში” ასპარეზობნდნე ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ, იერო, ბუტრაგენიო, ბრწყინვალე უგო სანჩესი და ა.შ.
“ბარსელონამ” 2 ბურთის სხვაობით მოიგო ანგარიშით 2:0, ბურთები გილერმო ამორმა და სალინასმა გაიტანეს.