ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, As-ის ცნობით, სეზონის ბოლოს ერნეტსო ვალვერდეს “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვეტილია.
მადრიდელი ჟურნალისტების მტკიცებით, “ბლაუგრანაში” დარწმუნებულები არიან, რომ 55 წლის სპეციალისტი კლუბში ბოლო სეზონს ატარებს. ეს სიტუაცია არც იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ვალვერდეს გუნდი ლა ლიგას ზედიზედ მესამედ, ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ერნესტო ვალვერდეს შეცვლის მთავარ კანდიდატად “ბარსას” ჰოლანდიელი ლეგენდა რონალდ კუმანი სახელდება, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს წვრთნის. კუმანს სურს, ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე უთავკაცოს, რის შემდეგაც ის მზად იქნება “ბარსელონა” ჩაიბაროს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კუმანის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, 2019/20 წლების სეზონის შემდეგ მას ნაკრების დატოვების უფლება ექნება. As-ის ცნობით, ეს პუნქტი მხოლოდ “ბარსელონაში” წასვლის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც კუმანს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მას ჰოლანდიის ნაკერბში დარჩენის პირობა მიეცა, 56 წლის სპეციალისტმა ასე უპასუხა: “ეს მარტივი იქნება, მაგრამ ამას არ გავაკეთებ.”
“ბარსელონა” კუმანის ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს. საუბარია “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელებზე, მარკ ვან ბომელსა და ტიაგო მოტაზე. თუმცა, ვალვერდეს შეცვლის უპირველესი კანდიდატი მაინც კუმანია.




ახლაც ვერ ვხვდები მაგათ რა უნდოდათ ჩცენთან.ენრიკე დააბრუნონ ან ტენ ჰააგი და შემდგომ ხავი.არც ვენგერზე ვარ უარზე.ახალგაზრდებს და ლა მისიას ააყვავებს ნუ მე ასე მგონია.იცის მაგ კაცმა ახალგაზრდებთან მუშაობა რქ
აც ბოლო დროს აშკარად მოგვაკლდა ჩვენი აკადემიის ბიჭები.პუჩი გვინდა მალე დააწინაურონ.დონის ხილვაც მინდა მაგრამ არა პუჩის ხარჯზე😀აი კოუს რას უპირებენ არ მგონია ბავარიამ გამოისყიდოს.როგორ მენანება გააფუჭა ვალოდიამ.კიდე კაი ანსუ პატარაა და ვალოდია ეხლა არ მოიყვანეს.აუცილებლად გაანათხოვრებდა ან საერთოდ არ ათამაშებდა ფატის და პუჩის.