კლემან ლანგლე “ბარსელონას” ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ “ელ კლასიკოს” გადადების გადაწყვეტილებას ეთანხმება.
“კატალონიაში დიდი ხანია არ ვცხოვრობ, რის გამოც ბევრის არაფრის თქმა არ შემიძლია.
მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ – ბარსელონაში მიმდინარე პრობლემების გათვალისწინებით, თამაშის გადადემა საუკეთესო გამოსავალი იყო. გადაწყვეტილებას ლა ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია იღებენ და ჩვენ არაფერს ვწყვეტთ.
“კლასიკოს” ნებისმიერ დროს სათამაშოდ მზად ვარ.” – ციტირებს ლანგლეს სიტყვებს Marca.
კლემან ლანგლე “ბარსელონას” ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება თამაშის დათქმულ დროსა და ადგილას ჩატარება იქნებოდა.
მართალს ამბობს როგორც ყოველთვის <3
ლენგლე 'პროფესორა'
კი ვერ გაიგებ მარა დაცვაში თამაშს მოუმატე და უმტიტისგან ისწავლე რაღაცები.
ისე რო დავფიქრდეთ კარგია რო გადადეს ნელ-ნელა იხოდება გუნდი და დეკემბრისთვის მოხოდილები ვიქნებით და გადავუვლით მონებს
დროა უმტიტის ძირითადში ადგილი გადაულოცო , ჯიგარო