კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” კაპიტანს ოქროს ბუცი ოთხშაბათს გადაეცემა.
ცერემონიას ბარსელონაში Antigua Fábrica Estrella Damm უმასპინძლებს და მას არგენტინელის ოჯახი, ასევე, კლუბის წარმომადგენლები დაესწრებიან.
2018/19 წლების სეზონის ჩათვლით, ლიონელ მესის ოქროს ბუცი 6-ჯერ აქვს მოპოვებული, რაც საუკეთესო შედეგია. პირველად, მან ამის გაკეთება 2009/10 წლების სეზონში მოახერხა, ბოლო სამ სეზონში ამ ტიტულს ზედიზედ იღებს.
ბოლო ფეხბურთელი, ვინც მესის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში აჯობა, ლუის სუარესი იყო.




ის ზე ბესტის ჯილდო წარადგინა კამპ ნოუზე?
და კამპ ნოუზე კლასიკოში წარადგენს <3 <3