ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე ხელმძღვანელობას ემუქრება: არ გვინდა გავბრაზდეთ

ჟერარ პიკე ხელმძღვანელობას ემუქრება: არ გვინდა გავბრაზდეთ

“ხეტაფესთან” მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ჟურნალისტებთან გასასაუბრებლად მომზადებული მივიდა. როგორც ჩანს, ესპანელმა იცოდა, რომ მას გუნდის საერთო ვახშამზე ჰკითხავდნენ და 32 წლის ფეხბურთელმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

“არ გვინდა, რომ გავბრაზდეთ. ხოლო, თუ არის ორი მხარე და არცერთი ბრაზდება, კონფლიქტიც არ არსებობს.” – ჟერარი გუნდის ბორდის წევრებსა და ფეხბურთელებზე საუბრობს.

“ჩვენ ვიცნობთ ამ კლუბს. ვიცით, გაზეთები, რომლებიც დაკავშირებულია კლუბთან (სავარაუდოდ, იგულისხმა კატალონიური გაზეთები, Sport და Mundo Deportivo). ვიცით, ვინც წერს თითოეულ სტატიას ამ გუნდის შესახებ, იმის მიუხედავად, არის თუ არა მითითებული ავტორი.”

“არ გვინდა, რომ გავბრაზდეთ. ჩვენი მიზანი მოედანზე თამაში და ტიტულების მოგებაა.”

“იმედი მაქვს, რომ არავის უნდა ჩვენი წაქეზება (ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტის შექმნის მიზნით) და ჩხუბი იმაზე, რაც არასდროს მომხდარა.” – ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Marca.

ალბათ, ვერაფერი გაიგეთ, თუმცა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. მიმდინარე კვირაში, Mundo Deportivo-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ჩავი ბოშმა სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რამხელა ძალა აქვს “ბარსელონას” გასახდელს. ყველამ იცის, რომ ამ კლუბში ფეხბურთელებს მართლაც დიდი ძალაუფლება აქვთ, თუმცა ჩავიმ ისინი ისეთ რაღაცებშიც დაადანაშაულა, რაშიც, სავარაუდოდ, მათ ბრალი არ მიუძღვით.

ბოში ამტკიცებს, რომ მოთამაშეებმა ტიტო ვილანოვას შემცველი თავად შეარჩიეს. ასევე, პრაქტიკულად მათ გაათავისუფლეს პეპ სეგურა თანამდებობიდან. ჟურნალისტმა ასევე ახსენა ისიც, რომ მოთამაშეები მაშინ იკეთებენ ოპერაციას, როდესაც თავად მოუნდებათ (სავარაუდოდ, იგულისხმება სამუელ უმტიტი და ლუის სუარესი, თუმცა ბოშს თავის სტატიაში სახელები არ უხსენებია). ბოშმა ფეხბურთელები დაადანაშაულა იმაშიც, რომ ისინი ნეიმარის შეძენის მიზნით, უსმან დემბელეს დისკრედიტაციას უწევდნენ.

Marca-ს ცნობით, “ბარსელონას” ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა თავად წააქეზეს ჩავი ბოში, რათა სტატიაში მოთამაშეები განტევების ვაცად გამოსულიყვნენ. სწორედ ამის გამო გაიმართა საერთო ვახშამი.

ფეხბურთელებმა კლუბის სადავეები ხელთ იგდეს. თანაგუნდელებს ჟერარ პიკე მეთაურობს. მან უკვე გააფრთხილა ბორდის წევრები, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება ომი, რომელშიც ერთადერთი დამარცხებული “ბარსელონა” იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • BarcelloNista
    schedule 29 სექ 2019, 20:10

    ამათ თავსჰი ჭკუა როკონდეთ ვალვერდეს აქამდე გაგდებინებდნენ

  • sons of anarchy
    schedule 29 სექ 2019, 20:09

    ძაან მგონია რო ხელისუფლებას გადააყენებენ ესენი

  • sons of anarchy
    schedule 29 სექ 2019, 18:39

    ძლიერი ხელი სჭირდწბათ ამათ

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2019, 16:58

    იმედია გამოფხიზლდება ბართომეუ და ზამთარში მოაშორებს ვალვერდეს თორე დაგვემხო თავზე კლუბი

  • vegassi54
    schedule 29 სექ 2019, 16:33

    გუნდი რომ დაშლილი და კლანებად დაყოფილია აშკარად ეტყობა და რაც ყველაზე მთავარია გუნდს მწვრთნელი მოტივატორი სჭირდება.

  • PIQUE 3
    schedule 29 სექ 2019, 15:11

    აი პიკე სანამ პრეზიდნეტი არგაიჩითებაა მეეჭვება რო ძველი ბარსა დაბრუნდეს😉😉

  • Msn91011
    schedule 29 სექ 2019, 14:38

    მესი როდის ბრუნდება?

  • davidus2020
    schedule 29 სექ 2019, 14:19

    ყველაფერი რო გასხდელში და გუნდში დაწყობილი აღარა,ყველა ვხედავთ, ამიტოა საჭირო მწვრთნელი რომელსაც ავტორიტეტი ექნება, რო ამდენი ვარსკლავი თან მოტივაცია გაუჩინოს და შეკრას ერთ გუნდად და თან მისი ავტორიტეტით , დიდი პატივისცემა ქონდეს ფეხბურთელებისგან!! რომელი გააჩნია ვალიკოს??? არცეთი იმიტო დაიწყო დაჯგუფებები ბარსაში, რასაც არცეთ გუნდში სიკეთე არ მოუტანია,მოსაშორებელია სასწრაფოდ ვალიკო

  • InFiNiTe8
    schedule 29 სექ 2019, 14:07

    მინიმუმ ნახევარი რო სიმართლეა და სტაფი არ ევასებათ ფეხბურთელებს ეგ ჰო იასნია