ცნობილმა არგენტინელმა სპეციალისტმა, მარსელო ბიელსამ ის გუნდები დაასახელა, რომლებსაც ის, მის მოწინააღმდეგეთა შორის, საუკეთესოდ მიიჩნევს.
1990 წლის “სან პაულუსა” და 2002 წლის ბრაზილიის ნაკრებზე საუბრის შემდეგ, ბიელსამ პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” გამოარჩია.
“ბრაზილიისა და “სან პაულის” შემდეგ კიდევ ერთი ექსტრაორდინალური გუნდი გვარდიოლას “ბარსელონაა”. ამ გუნდმა ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. ვინც ეს გუნდი ნახა, იცის, მის მსგავსს მეტჯერ ვეღარ ნახავს.
დიდებულ მწვრთნელობას ერთი რამ განსაზღვრავს – ფეხბურთელებისგან მათი შესაძლებლობების 100%-ით მიღება უნდა შეგეძლოს. გვარდიოლამ მოახერხა და თავისი ფეხბურთელები სრულად წარმოაჩინა.
ახალმა თაობამ ეს გუნდი დეტალურად უნდა გააანალიზოს. როდესაც გუნდის ეპოქა სრულდება, მის გასაანალიზებლად არაერთი გზა ჩნდება და საფეხბურთო ინდუსტრიამ ეს ანალიზი წელიწადში ორჯერ-სამჯერ უნდა შემოგვთავაზოს.” – ციტირებს მარსელო ბიელსას სიტყვებს Alairelibre.
სადაც მესსი ინიესტა და ხავი პლიუს ვილა და ალვეზი ერთ გუნდში თამაშობენ და მათი მწვრთნელი პეპია მემგონი ყველასთვის ნათელია რომ ეს გუნდი საუკეთესო იქნება იქნებოდა და იყო
მართალია! ეს მართლაც განუმეორებელია! დღემდე მგონია,რომ თავ-თავიანთ საქმეში მხოლოდ გვარდიოლა და ფერგიუსონი არიან საუკეთესოები 💖💖💖
მარადონაზე ისეთი საუბარი მიდის გაგეცინება, ტიპი მართლა ერთადერთია ვინც ინდივიდუალურად ოდესმე მუნდიალი მოიგო, საუკუნის საუკეთესო გოლის და საუკუნის ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელია, და გახადეს ამათმა სადღაც ინიესტას დონე :))) ობიექტურობის პრობლემა არი გადაუჭრელი ფეხბურთის მაყურებლების 95% ში