ლუის სუარესი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, უკვე დიდი ხანია, მისთვის წარუმატებელია.
ურუგვაელმა ბოლო 3 სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, კონკრეტულად გასვლით მატჩებში კი მას ბევრად უფრო ცუდი შედეგი აქვს.
ჩემპიონთა ლიგის სტუმრად გამართულ შეხვედრაში სუარესმა ბოლოს გოლის გატანა ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის 16 სექტემბერს მოახერხა – მან “რომას” (1-1) გაუტანა.
ხვალ, სამხრეთ ამერიკელი 9-იანი “ბარსასთან” ერთად “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება და სტატისტიკური მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.




ეს თამაში ძაან რთული გამოდგა მშვენიერ ფორმაში მყოფმა რაფინიამ
უმძიმესი ტრანვა მიიღომის მერე ვერ გაიხარა არადა ისეთ ფორმაში არასდროს ყოფილა, ასევე დაიწყო სუარესის საშინელი სერიაც
სუა მიდიი დადუბლეე აქაც როგორც ვალენსიასთან
რაღაც მგონია ამ სეზონზე სუარესი კარგ ფორმას აკრებს დაკლებულიცაა და მოტივირებულიც
ოპერაციის მერე მხეცივითაა.
გახდა კიდეც
მიდი სუა გაააჩუმე კრიტიკოსები…
დავაი სუა უნდა გაუყარო ბორუსიას