ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში ლუის სუარესი “ბარსელონას” დაუბრუნდა. “ვალენსიასთან” შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ანსუ ფატის ნაცვლად მოედანზე ურუგვაელი ფორვარდი გამოვიდა.
შემოსვლიდან ერთი წუთის შემდეგ სუარესმა ტაბლოზე დამანგრეველი ანგარიში – 4:1 დააფიქსირა, 82-ე წუთზე კი “ღამურათა” წინააღმდეგ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 5:1.
“ვალენსიას” წინააღმდეგ ლუისს 12 გოლი დაუგროვდა და ახლა “ლოს ჩემ” “რეალს” ადგილი გაუცვალა – ის სუარესის საყვარელი მეტოქეა ლა ლიგის გუნდთა შორის.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დღეს სუარესმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საწყისი ორი ბურთი ჩაიწერა აქტივში.




ხო ვთქვი დადუბლავსთაქოო ჯეკაა <3
ჯეკა,ცალფეხა რო იყოს, ბევრ თავდამხმელს აჯობებს!!#1 ცენტროფორვარდია მსოფლიოში!!
დავაი სუა უნდა მოიხოდო ლიგაზეც დორტმუნდს უნდა გაუტანო
ძალიან კარგი, ფორმაში მალე უნდა შევიდეს სუა. ვულოცავ ფრენკის. ანსუ კი მაგარი გვეზრდება.
P.S. ამ თემასთან რა შუაშია, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ პსვ-მ "ვიტესს" 5:0 მოიგო და ხუთივე მალენმა გაიტანა
წარმოიდგინეთ, პენტა-ტრიკი შეასრულა 20 წლის ასაკში. მგონი, მაგარი ფორვარდი იზრდება და ვინ იცის, სად ამოყოს თავი