წარმოგიდგენთ ესპანური პრესის დღევანდელ ქრონიკებს.
MD: ნეიმარი და მბაპე
“ბარსელონა” ნეიმარის ნაცვლად მბაპეს გაფორმების ვარიანტს განიხილავს, რომელიც ბრაზილიელზე ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი და სოლიდური ვარიანტია – ის არ წარმოქმნის კონფლიქტს კლუბსა და ქომაგებს შორის.
MD – სოსიოსის რჩეული გამოცემა.
ქომაგებმა კლუბის მუშაობა 7,3 ქულით შეაფასეს და უპირატესობა ტიტულებს მიანიჭეს.
Sport: საყოველთაო გავლენა
ლეო მესის SPORT-თან ინტერვიუმ ადგილობრივ და მსოფლიო მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
“ბარსელონას” რეაქცია – ინტერვიუ პოზიტიურია, ლეოსა და კლუბს შორის უთანხმოება არაა.
ლუის სუარესი “ვალენსიასთან” ითამაშებს, ის ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობს.
სოსიოსი კლუბის მუშაობას დადებითად აფასებს.



