workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოატენგი: დემბელე ჯერ კიდევ ბავშვია

ბოატენგი: დემბელე ჯერ კიდევ ბავშვია

სამწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, უსმან დემბელეს “ბარსელონას” შემადგენლობაში ადაპტაცია სრულყოფილად ჯერ არ გაუვლია. კატალონიელთა ყოფილი ფორვარდი, კევინ-პრინს ბოატენგი ფრანგ შემტევზე საუბრობს.

“უსმანი მშვიდი პიროვნებაა, ბევრს არ საუბრობს. დემბელე უნდა მივიღოთ ისეთად, როგორიც არის. ის პატარა ბიჭია, რომელიც უამრავ ფულს გამოიმუშავებს და წარმოუდგენლად პოპულარულია. ფრანგს სწორ გზაზე დაყენება სჭირდება.

მას გიგანტურ აუზში ჩაგდებულ ბიჭუნად წარმოვიდგენ, რომლის ფასიც მოულოდნელად 150 მილიონი ევრო გახდა. უსმანი ვერ იაზრებს, თუ რა როგორაა მოწყობილი, უბრალოდ ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული.”-ამბობს ბოატენგი Bild-თან ინტერვიუში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward