თქვენ უკვე იცით, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ფარერებს (4:0) “ბარსელონას” ფეხბურთელების გარეშე გაუმკლავდა.
2015 წლის 12 ოქტომბერს გამართული უკრაინა-ესპანეთის დაპირისპირების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “ფურია როხას” სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი “ბლაუგრანას” ფეხბურთელი არ ყოფილა, ვკითხულობთ საფეხბურთო პორტალ Tribuna-ზე.
ამავდროულად, სათადარიგოთა სკამზე კატალონიელთა მხოლოდ ორი წარმომადგენელი (სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა) იყო და არც ეს შეიძლება ჩაითვალოს მისაღებ ფაქტად.
გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში “ვალენსიას” (3), “რეალის” (2), “ატლეტიკოს” (1), “სოსიედადის” (1), “იუნაიტედის” (1), “სიტის” (1), “ბაიერნისა” (1) და “მილანის” (1) მოთამაშეები მოხვდნენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრების ძირითადი 11 ფეხბურთელიდან 7 სწორედ “ლურჯ-შინდისფერთა” რიგებში ირიცხებოდა და იმ მუნდიალზე გასული ყველა გოლი სწორედ “ბარსელონელებმა” გაიტანეს.
ეგ იყო დრო
რაც მტავარია რამოსი არ დაავიწყდეთ.😆😆
Imitom ar wyveten cidan varskvlavebs
მცირდება და აი დარდი.
ვერც მიაღწევენ არმატებას ბარსას გარეშე და ფეხბურთელებიც დაისვეებენ!
ლურჯბროწეულის ფერი და არა შინდისფერი, ესე მოიხსენიებენ ბარსას, ასევე რახან სტატისტიკა მოიყვენეთ 2010 წლის უპრიანი იქნებოდა დაგემატებინათ რომ ყველა გოლი ბარსას ფეხბურთელებმა გაიტანეს მუნდიალზე აფსოლიტურად ყველა.