ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ განაცხადა, რომ ინდივიდუალურად ნეიმარზე მაღლა მხოლოდ “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი და “იუვენტუსის” ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ დგანან.
“როცა ნეიმარი მოედანზეა, ბრაზილიის ნაკრების გოლების 50% მისი დამსახურებით გადის.”
“ინდივიდუალურად ნეიმარზე მაღლა მხოლოდ მესი და რონალდუ დგანან, რადგან ისინი სხვა თაობის მოთამაშეები არიან.” – ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარი “ბარსელონაში” ბრუნდებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.
მოკლედ ნეიმარს რა ჭკუაც ფეხბურთში აქვს მაგდენი ნეტა ქონოდა მოედანს გარეთ.
დიდი შეცდომა დაუშვა ძალიან, სუარესი არსად გადავა ასე მგონია ბოლომდე იქნება ბარსაში სანამ მესია, სუარესმა მესისთან ერთად უფრო მოიპოვა სახელი და დრო რო გავა მესის როცა ვახსენებთ
იქ სუასაც ყოველთვის ვახსენებთ, აი ნეიმარს ვინ ახსენებს ეგ ნაღდად არ ვიცი ეხლა კი მოუნდა მესის ჩრდილი მაგრამ დააჭერინეს
"შეგახსენებთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარი "ბარსელონაში" ბრუნდებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა".
ეს ზაფხული რაც გადავიტანეთ არ გვეყო? ეხლა ყოველ ნეიმარის ხსენებაზე უნდა "შეგვახსენოთ" რაც ამ ზაფხულს კომედიები დადგა ბართომეუმ?