სატრანსფერო ფანრჯის ბოლო წუთებში “ბარსელონამ” ესპანელი ამომავალი ვარსკვლავის, 16 წლის პედრის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ახალგაზრდა ნახევარმცველში კატალონიელები 5 მილიონ ევროს 2 წლის განმავლობაში გადაიხდიან. გარიგებაში გათვალისწინებულია ბონუსები პედრის წარმატებით თამაშის შემთხვევაში, ასევე თუ “ბარსა” ფეხბურთელს გაყიდის, სატრანსფერო ფასის 15% მის ყოფილ კლუბს, “ლას პალმასს” შეხვდება. პედრი “ბარსელონას” 2020 წლის პირველ ივლისს შეუერთდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება, ხოლო პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში 400 მილიონამდე გაიზრდება.
აუ რატო შეუკინინენ რა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვას? ლა მასია საერთოდ გაცამტვერდა, აქცენტს საერთოდ არ აკეთებენ გუნდის აკადემიაზე და ნელ-ნელა იკარგება ბარსას ფილოსოფია. მწვრთნელი და ტაქტიკები ხო იცოცხლე რა, ოსასუნები გვიგორებენ ბურთს
ძალიან კარგი
ტიპი მესიზე ძვირი ჯდება