“ბარსელონა” სარეზერვო გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას აგრძელებს. Marca-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა 16 წლის ესპანელ ფორვარდთან, პედრო გონსალეს ლოპესთან, იგივე პედრისთან მიაღწიეს შეთანხმებას.
პედრი “ლას პალმასში” თამაშობს, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი ტრანსფერი კანარიელებისთვის მომგებიანი იქნება. ამას კლუბის პრეზიდენტი, მიგელ ანხელ რამირესიც არ უარყოფს.
ასე რომ, გასარკვევი მხოლოდ ის თანხა რჩება, რასაც “ბარსელონა” ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხდის.
კარგია მოიყვანეთ