33 წლის მცველმა, ტომას ვერმალენმა, დღეს “ბარსელონა” ოფიციალურად დატოვა.
ბელგიელი ფეხბურთელი “ვისელ კობეში” გადავიდა, რომელსაც კატალონიური გუნდი დაახლოებით ერთ საათში დაუპირისპირდება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ვერმალენი “ბარსაში” “არსენალიდან” 2014 წელს გადავიდა. მან ერთი სეზონი იჯარით “რომაში” გაატარა, “ბლაუგრანას” მაისურით კი 53 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს თასი, სამი კოპა დელ რეი და 4 ლა ლიგის ტიტული მოიგო. ის კლუბის გულშემატკივრებს საიმედო მცველის სახელით დაამახსოვრდება, რომელმაც ძალიან ხშირი ტრავმების გამო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.



ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო
მოწყალე პრეზიდენტი გვყავს 🙂
kontraqti gauvida da.. vin ras gadagixdis yravmaelenshi. kargia mivides tore iniestas sisxli gaushres iseti idioti ukanaxazelebi yavs.
ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო
მოწყალე პრეზიდენტი გვყავს 🙂
რამდენ ლიმონს გვიხდიან?
კაცი რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო რომ არ უთამაშია, ჩვენი ლეგენდა 😀 წარმატებები, მართლა ძალიან შემაყვარა თავი ცუდია რომ ტრავმებმა გააწამა