ლუი ვან გაალმა დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მისი აზრით, ლიონელ მესის ყველაზე სწორად იყენებდა.
“გვარდიოლა მესის ისე ათამაშებდა, რომ მას გუნდისთვის სარგებელი მოეტანა, მაგრამ “ბარსელონას” ბოლო რამდენიმე მწვრთნელი ზედმეტად ადაპტირდა მესიზე, იმის მაგივრად, რომ აქცენტი გუნდზე გაეკეთებინათ. გუნდი კი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესი გვარდიოლას გეგმას ეწყობოდა და არა პირიქით.” – ციტირებს ლუი ვან გაალის სიტყვებს El Pais.
პეპ გვარდიოლას შემდეგ, ლიონელ მესისთან ტიტო ვილანოვამ, ტატა მარტინომ, ლუის ენრიკემ და ერნესტო ვალვერდემ იმუშვაეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სპეციალისტებმა ვან გაალის სიმპათიები ვერ დაიმსახურეს.



არა რა ხო ვიძახი რო მზეათქო საკვანძო ფიგურაა მესი და აბა ვისზე უნდა ააწყონ თამაში უბრალოდ გუნდში უნდა იყვნენ ისეთი იგროკები ხანდახან თავის თავზეც რო აიღონ თამაში
ვერ გამიგია
რატომ წავიდა გვარდიოლა უკან მოუხედავად?
მეც ეგ მაინტერესებს, რატომ წავიდა?
ვისთან გაუფუჭდა ურთიერთობა ასე ძალიან რომ აქეთ მოხედვა აღარ უნდა?
ერთ ინტერვიუში თქვა ბარსა უკვე გავლილი ეტაპია ჩემს კარიერაშიო, რატომ?
მიზეზი იცით ვინმემ?
ბარსა ბ – დან აპირებდა ახალგაზრდების დაწინაურებას და გაუყიდეს, ამაზე დაიწყო კონფლიქტი ჯერ კიდევ 2011 წელს, შემდეგ წელს კიდევ გაყიდეს და ახალი კონფლიქტი მოუხდა როსელთან და ბართოსთან(მგონი ვიცეპრეზიდენტი იყო მაშინ) , მაგის შემდეგ თქვა,რომ ვინც არ მენდობა იქ ვერ ვიმუშავებო და წავიდა!
არ ვამტყუნებ გვარდის!!!
ხოდა მალე არჩევნები იქნება, შესაძლოა მართლა პიკე გახდეს პრეზიდენტი და დააბრუნოს გვარდიოლა, ხავი-ინესტა კიდევ მის შტაბში ასისტენტებად..იქნებ ძველი დრო გაიხსენონ..
რატომღაც ძალიან მეიმედება პიკე პრეზიდენტად..
ვერ გამიგია
რატომ წავიდა გვარდიოლა უკან მოუხედავად?
მეც ეგ მაინტერესებს, რატომ წავიდა?
ვისთან გაუფუჭდა ურთიერთობა ასე ძალიან რომ აქეთ მოხედვა აღარ უნდა?
ერთ ინტერვიუში თქვა ბარსა უკვე გავლილი ეტაპია ჩემს კარიერაშიო, რატომ?
მიზეზი იცით ვინმემ?
kristals bazrobs eseaa
ვერ გამიგია
რატომ წავიდა გვარდიოლა უკან მოუხედავად?
რეალმა თუ ზიდანი დააბრუნა, რატომ არ არის შესაძლებელი გვარდიოლას დაბრუნება?
ვერ გამიგია
100% (თუმცა ლუჩო დიდად მესიზე არ ყოფილა ორიენტირებული. ლუჩოს ბარსაში მესი ცოტა ჩაკარგული იყო თუ შეიაზლება ასე ითქვას)