“ბარსელონამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხეისონ მურილიო და კევინ-პრინს ბოატენგი იჯარის წესით დაიმატა. ამ ტრანსფერებმა გუნდს არაფერი შემატა, ამიტომ გადაწყდა, რომ მომავალი სეზონიდან კლუბში “ბოატენგებს” აღარ შეიძენს.
As-ის ცნობით, თუ “ბარსელონა” გადაწყვეტს, რომელიმე პოზიციის გაძლიერებას და ვერ შეძლებს უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატებას, თავის გამოჩენის შანსი “ლა მასიელებს” მიცემათ.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იასპერ სილესენის წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ის ახალგაზრდა ინიაკი პენიამ ჩაანაცვლოს. ასევე, დიდი ალბათობით, პირველ გუნდში თამაშის შანსი მიეცემათ აბელ რუისსა და კარლეს პერესს. ამის მიუხედავად, “ბარსელონა” არაა მზად, დაცვის მარცხენა ფლანგი ახალგაზრდა ფეხბურთელს ანდოს, ამიტომ ისინი შეეცდებიან ჟორდი ალბას სრულფასოვანი შემცვლელის შეძენას.
ვალვერდე თუ დარჩა აზრი არ აქვს არაფერს
დააბრუნეთ სასუოლოსი მანდაა მაგის ადგილი