workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ ალეშანკო: მესი “ბარსას” ტექნიკური დირექტორია

რამონ ალეშანკო: მესი “ბარსას” ტექნიკური დირექტორია

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რამონ ალეშანკო კატალონიურ კლუბში ლიონელ მესის განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანას” ზოგიერთი ფეხბურთელი, მათ შორის მესიც, ანტუან გრიზმანის დამატების წინააღმდეგნი არიან და ხელმძღვანელობა ტრანსფერის დასრულებას ამის გამო ვერ ახერხებს.

“მესი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ტრანსფერებში არ ჩაერიოს. გამოდის, რომ ის კლუბის ტექნიკური დირექტორია. ის მხარს მხოლოდ იმ თანაგუნდელებს უჭერს, რომლებიც ფეხბურთზე არიან კონცენტრირებულნი. ის თანაკლუბელებისგან სრულ თავდადებას ითხოვს.

გრიზმანი “ბარსელონასთვის” საკმარისად კარგი ფეხბურთელია და სპორტული ასპექტები ყველაზე მნიშვნელოვანია.” – ციტირებს ალეშანკოს სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 24 მაი 2019, 21:17
    #2

    თუ მართლაც ასეა და მესი ტრანსფერებში ერევა ძან ცუდია

  • M10 S9 D11
    schedule 24 მაი 2019, 19:38
    #1

    აბა ვისაც რამოსზე კიდია თამაში იმათ მხარი რატო უნდა დაუჭიროს