2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ეს გუნდების მეთორმეტე შეხვედრა იქნება. წინა 11 შეხვედრიდან 4 “ბარსელონამ” მოიგო, 3 “მანჩესტერმა”, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონა” და “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად 1994 წელს, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ.
ამ მატჩში ერთმანეთს ორი ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი და იოჰან კრუიფი დაუპირისპირდა. ეს მათი მეორე შეხვედრა იყო.
ფერგი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ სეზონს ატარებდა, კრუიფს კი ამ ტურნირზე უკვე 2 ფინალი ჰქონდა ნათამაშები.
“ოლდ ტრაფორდზე” გუნდებმა 2:2 ითამაშეს, თუმცა განმეორებით შეხვედრაში გამოუცდელი “მანჩესტერი” “ბარსელონამ” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
ითამაშე სპორტი უფასოდ – მიიღე ფრიბეთები ყოველდღე აჭარაბეთზე
https://bms.adjarabet.com/BMS/Builder/redirect.php?id=12249
https://www.youtube.com/watch?v=s-9jxx-Z_ZU
2009 – მესი vs რონალდუ

2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამ ტურნირზე პირველი და დღემდე ერთადერთი ფინალური დაპირისპირება იყო რონალდუსა და მესის შორის.
“მანჩესტერმა” ამ სეზონში პრემიერ ლიგა და ლიგის თასი მოიგო, ფინალში “ბარსელონას” დამარცხების შემთხვევაში ფერგი თავის კარიერაში მეორე ტრიპლეტს მოიგებდა.
“ბარსელონამ” ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო, შესაბამისად, პეპ გვარდიოლას გუნდიც ტრიპლეტს უმიზნებდა.
რონალდუმ ჯგუფური ეტაპი 0 გოლით დაასრულა, მაგრამ შემდეგ ფლეი ოფის ყველა ეტაპზე გაიტანა. 1 “ინტერთან”, 1 “პორტუსთან”, 2 კი, ნახევარფინალში, “არსენალთან”.
მესიმ ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა, ხოლო ფლეი ოფში “ლიონს” 1 შეუგდო, “ბაიერნს” კი 2.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფინალამდე მესიც 4-ჯერ იყო დასახელებული და რონალდუც, საბოლოოდ ფინალში ეს დავაც გაირკვა.
მატჩი “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მესიმ კი გოლი თავისთვის საკმაოდ უჩვეულო სტილში, თავური დარტყმით, გაიტანა.
https://www.youtube.com/watch?v=NkR_CBgZ8YA
2011 – მეორე ფინალი

ფერგის და გვარდიოლას გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი წლის შემდეგ ისევ დაუპირისპირდნენ.
მატჩი “უემბლიზე” გაიმართა, სადაც არცერთ ინგლისურ გუნდს ევროპული ფინალი წაგებული არ ჰქონდა.
მესის “არსენალთანაც” და “რეალთანაც’ დუბლი ჰქონდა შესრულებული და ფინალს 11 გოლით შეხვდა.
“მანჩესტერის” მხრიდან ბომბარდირები რუნი და ჩიჩარიტო იყვნენ, 4-4 გოლით.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში მესისა და ვილიას ინდივიდუალური შედევრების წყალობით, “ბარსელონამ” ორი გოლი გაიტანა და ინგლისელები საკუთარ ქვეყანაში დაამარცხა.
https://www.youtube.com/watch?v=dg5XxDBFi0c
ითამაშე სპორტი უფასოდ – მიიღე ფრიბეთები ყოველდღე აჭარაბეთზე
https://bms.adjarabet.com/BMS/Builder/redirect.php?id=12249
სარეკლამო მასალა
2015 წლის ბარსა ჩემი.აზრით ყველაზე ძლიერი იყო 2011 წლის ბარსას შემდეგ
2011 წლის ბარსელონა იყო რაღაც სასწაული გვარდის ბარსას ფორმის პიკი იყო ეგ წელი ზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა მაგ წელს ბარსა