workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი 50 მილიონ ევროდაა შეფასებული

ფაბრეგასი 50 მილიონ ევროდაა შეფასებული

ლონდონის “არსენალი” მზადაა ზაფხულში დაშორდეს გუნდის კაპიტანსა და ლიდერს, სესკ ფაბრეგასს. ინგლისელები 23 წლის ესპანელ ნახევარცმველში 50 მილიონ ევროს ითხოვენ.

 

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ფაბრეგასზე ნადირობენ “ჩელსი”, “ინტერი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც შარშან ცდილობდა თავისი ყოფილი ფეხბურთელის უკან დაბრუნებას, წელს აღარ აპირებს აქტიურობას და ასპარეზს სხვა გრანდებს უთმობს. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობის აზრით 50 მილიონი ევრო ძალიან ძვირია.

 

გეტყვით, რომ ფაბრეგასი 1997 წლიდან 2003 წლამდე “ბარსელონაში” ირიცხებოდა. ამის შემდეგ კატალონიელებმა შეიძლება ითქვას შეცდომა დაუშვეს და მისი გაყიდვა დააპირეს. არსენ ვენგერი “ახალგაზრდებზე მონადირეა” და რა თქმა უნდა მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. 2003 წლიდან დღემდე სესკმა ლონდონელთა რიგებში 207 შეხვედრა ჩაატარა და 35–ჯერ გაახვია ბურთი მეტოქის ბადეში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward