“ბარსელონას” ხვალ სეზონის ბოლო თამაში აქვს ჩასატარებელი “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ. პეპ გვარდიოლმ დღეს “სიუდად დეპორტივოზე” ავარჯიშა თავისი ფეხბურთელები. ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან ბოლო მატჩის ჩასატარებლად. პეპ გვარდიოლამ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც მზად არიან “ვალიადოლიდთან” სათამაშოდ. ამ სიაში მოხვდნენ ნახევარმცველები: სეიუდუ კეიტა და ანდრეას ინიესტა. კეიტას მიკრო ტრავმა ჰქონდა და იგი უბრუნდება მოედანს. ხოლო რაც შეეხება ანდრესს, მას 13 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ანდრესმა ბოლო დღეებია დაიწყო ვარჯიში, იგი მზად არის ხვალ სათამაშოდ. როგორც ბოლო დღეებში ხდება, ტიაგომ დღესაც ივარჯიშა პირველ გუნდთან ერთად, სესიაზე ასევე იმყოფებოდა ჩავიერ ერნანდესიც,რომელიც ვერ იმონაწილევებს სეზონის ბოლო მატჩში დისკვალიფიკაციისდა გამო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვარჯიშზე გამოჩნდა ტრავმირებული მაქსველი, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ჯერაც არ მოუშუშებია იგი.
გუნდი მატჩის დღეს, როგორც წესი ბოლოჯერ შეიკრიბება უკვე სტადიონ “კამპ ნოუზე” ადგილობრივი დროით 11 საათსა და 30 წუთზე.მოგახსენებთ, ხვალ მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
წყარო: fcbarcelona.cat



