მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია “ბარსელონას” ჩემპიონობაში და მადრიდის “რეალს” შეუძლია დაივიწყოს პრიმერა დივიზიონის მოგებაზე ფიქრი.
“რეალმა” უნდა დაივიწყოს ჩემპიონობაზე ფიქრი, რადგან “ბარსელონა” “ვალიადოლიდთან” თამაშს არ ჩააგდებს. ამას გარდა, მე ძალიან მინდა, რომ ჩემპიონები ჩემი ყოფილი თანაგუნდელები გახდნენ”, – განაცხადა კამერუნელმა ფეხბურთელმა.
რაც შეეხება მისსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაცვლას, ეტო’ომ განაცხადა: “მთავარია ის, რომ ყველა თავის ადგილზე ბედნიერი იყოს. მე აქ თავს კარგად ვგრძნობ, იბრაჰიმოვიჩზე კი ვერაფერს ვიტყვი”.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალიადოლიდი” ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა. მაშინ ეტო’ომ პოკერი შეასრულა.
წყარო: Barca.ru