თალიბანის შეტევამ ავღანეთის სამხრეთში მცხოვრებ მრავალ ოჯახს თავიანთი საცხოვრებლების დატოვება აიძულა. მათ შორის იყო მურთაზა აჰმადი, რომელიც, ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების გამო გახდა ცნობილი და შემდეგ ოცნება აისრულა – ლეო მესის შეხვდა.


ღაზნის პროვინცია რეგიონში ყველაზე უსაფრთხოდაა მიჩნეული. ბოლო 17 წლის განმავლობაში, აქ კონფლიქტი არ ყოფილა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება იქ შეიჭრა, მოსახლეობის ორი მესამედი დევნილად იქცა. მურთაზა და მისი ოჯახის წევრები ახლა ქაბულში არიან.
“სახლი მენატრება. აქ გარეთ გასვლა არ შემიძლია, არც ბურთი მაქვს.
ბურთი და მესის მაისურები ჯაღორიში დავტოვე. სახლიდან ღამით წამოვედით და დედამ მითხრა, ისინი დამეტოვებინა”. – ამბობს აჰმადი.
მისი უფროსი ძმის, ჰუმაიუნის თქმით, მას შემდეგ, რაც 5 წლის ბავშვი უეცრად პოპულარული გახდა, არაერთი მუქარა მიიღეს.
“მურთაზას მესისთან შეხვედრის შემდეგ, საქმე გაგვირთულდა. შიშით ვცხოვრობდით, რადგან ხალხი ჩვენს გარშემო ფიქრობდა, რომ მესიმ ბევრი ფული მოგვცა. ვფიქრობდით, რომ მას გაიტაცებდნენ და ორი წლის განმავლობაში, სკოლაშიც არ გაგვიშვია”.
როცა ვითარება აუტანელი გახდა, აჰმადები პაკისტანში გადავიდნენ და აშშ-ში წასვლა სცადეს, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ისევ სოფელში დაბრუნება მოუხდათ, სანამ, ნოემბერში მას საბოლოოდ დატოვებდნენ.
სამთავრობო ძალებმა ღაზნი ტერორისტებისგან გაწმინდეს და დევნილთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, აჰმადებს ეს გზა არ აურჩევიათ.
ავღანეთის დედაქალაქში, ისინი ახლობლების და სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარების იმედად ცხოვრობენ, მაგრამ მურთაზა არც “ბარსელონას” კაპიტნის დაპირებას ივიწყებს: “მესიმ მითხრა: როცა გაიზრდები, საქმეებს მოგიგვარებ”.
იმ შეხვედრის შემდეგ, არგენტინელს და ავღანელებს კონტაქტი არ ჰქონიათ.
Samwuxarod arasdros
ხო აბა რა მურთაზი ხო ძირძველი ქართული სახელია, ავღანეთში და სამეზობლოდ კაცს ვერ ნახავ მურთაზა და თემურა ერქვას.
მურთაზა რატო დაარქვეს? მამა ქართველი ყავს?
ერთი ბინა რომ უყიდოს არგენტინაში ან ესპანეთში რა მოხდება. მურთაზაა, გაიოზი ხომ არაა :დ
ხალხი ჩვენს გარშემო ფიქრობდა, რომ მესიმ ბევრი ფული მოგვცა. ვფიქრობდით, რომ მას გაიტაცებდნენ და ორი წლის განმავლობაში, სკოლაშიც არ გაგვიშვია".
როდის დამთავრდება ამდენი ომები და უბედურებები რაა