შანსი რაშფორდისთვის – რას ელიან ბარსელონაში

შანსი რაშფორდისთვის – რას ელიან ბარსელონაში

რაშფორდი “ბარსას” წევრია, არავინ იცის მისგან რას უნდა ველოდოთ, თითქოს ჩარჩენილია თავის ვარსკვლავურ სტატუსში, მაგრამ ვერა და ვერ გაამართლა და ახლა ახალი შანსი მიიღო. უკეთესს ვერ ინატრებდა, “ბარსელონაში” აღმოჩნდა. The Athletic-ი სტატიას უძღვნის ამ ტრანსფერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

რაშფორდმა ოცნება აიხდინა – “ბარსელონაში” გადავიდა. 

თავის მხრივ, “ბარსაც” დიდი ხანია რაშფორდის შეძენას ცდილობს. 

პირველად 2019 წელს ჰქონდათ ინტერესი, როცა მარკუსი 21 წლის იყო და 100 მილიონი ევრო ღირდა. მაშინ რაშფორდი არავინ გაუშვა, მისგან დიდი ფეხბურთის თამაშს ელოდნენ, მაგრამ არც არაფერი გამოვიდა. მეორედ “ბარსას” ინტერესი გაჩნდა მაშინ, როცა სპორტის დირექტორად ჟორდი კრუიფი დაინიშნა. ჟორდის “მანჩესტერშიც” უთამაშია და ტრანსფერის გაჩარხვას შეეცადა, მაგრამ არც ამჯერად გამოვიდა რამე, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მერე გუნდები 2022/23 წლების სეზონის ევროპა ლიგის პლეიოფში შეხვდნენ და ჩავიმ აღნიშნა, რომ რაშფორდი “იუნაიტედის” ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. მომდევნო სეზონში ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლეს და რაშფორდის საქმე სულ უკან წავიდა, ახლა კი მას შანსი ეძლევა თავისი კარიერა გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, მისგან არავინ ელის, რომ ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს, მაგრამ როგორც მინიმუმ, კარგი თამაში შეუძლია. წესით და რიგით, მოტივირებული უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ “მანჩესტერში” დაწუნებული ფეხბურთელები, როგორც წესი, სხვაგან ამართლებენ. 

რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ასტონ ვილაში” გაატარა და ექვსი გოლი შეაგდო. დიდად წარმატებულს ამ პერიოდს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, “ასტონ ვილამ” კარგად იარა, როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. რაშფორდმაც დაგვამახსოვრა თავი პსჟ-სთან კარგი თამაშიც და როგორც ჩანს, იმედიც ამ დროს გაჩნდა, რომ ამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. 

 
“ბარსამ” ჯერ უნდა მოახერხოს და თანხა გამონახოს მის დასარეგისტრირებლად. მარკუსი კი თავის შანსს მიიღებს, როგორც მინიმუმ ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეუძლია, რასაც “მანჩესტერში” ვერ ეღირსებოდა. თანაც, გაცილებით ხშირად ექნება ბურთი, ვიდრე პრემიერ ლიგაში ჰქონდა, ეს ხომ “ბარსელონაა”?! ყველა შემტევის საოცნებო გუნდი. “ბარსას” ქომაგები ტრანსფერს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რაშფორდი კლუბისთვის მესამე არჩევანი იყო, “ბარსამ” ვერ შეიძინა ვერც ნიკო უილიამსი, ვერც ლუიშ დიასი. რაშფორდი მაღალ ხელფასს მიიღებს, სხვათა შორის, მარკ ჰიუზიც მაღალ ხელფასს იღებდა, როცა “მანჩესტერიდან” “ბარსელონაში” გადავიდა – “მხოლოდ ფულის გამო გადავედი, იქ მეგობრები არ მყოლია, დროს მეტწილად ძილში ვატარებდი”, – ამბობს ჰიუზი, არადა, იმავე წელს შეძენილმა ლინეკერმა ახალი ენის სწავლა დაიწყო და სწრაფად ადაპტირდა კლუბთან. 
ისიც სათქმელია, რომ რაშფორდის მაისურები კარგად იყიდება, ბოლო დეკადაში კრიშტიანუს მაისურების შემდეგ “მანჩესტერში” ყველაზე გაყიდვადი იყო. ინგლისურ ბაზარზე “ბარსელონას” მაისურებიც კარგად გაიყიდება. “ბარსელონას” დიდებული სეზონი ჰქონდა, 60 მატჩი ჩაატარეს, სამი ტიტული მოიგეს, 174 გოლი გაიტანეს. დარწმუნებულნი რომ არ იყვნენ რაშფორდის შესაძლებლობებში ამ ტრანსფერს არ განახორციელებდნენ. ისინი ხედავენ კარგ ათლეტს, სწრაფ შემტევს, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და გოლების გატანა. 
ახლა კი რაშფორდმა უნდა დაამტკიცოს, რომ მხოლოდ მაისურების გასაყიდად არ ჩამოსულა. 
 
მარკ ჰიუზი “კამპ ნოუზე”
ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია, გარდა ფეხბურთისა უამრავი რამით შეიძლება ადამიანი დაკავდეს. ბარსელონადან მანჩესტერში ფერენებიც ხშირია, რომლითაც ხშირად სარგებლობენ “სიტის” დირექტორები და მწვრთნელები. ფეხბურთელების სახლები მეტწილად სამხრეთით არის განლაგებული, აეროპორტთან ახლოს, მოკლედ, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოუწევს ცხოვრება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მთავარია თავიდანვე მოახერხოს და თავი შეაყვაროს ქომაგს, ისინი ხომ თავად ითხოვენ ვისი ნახვა სურთ მოედანზე?! რაშფორდს კონკურენციის მოგება მოუწევს, რაფინიას ყველგან შეუძლია თამაში, მოედნის ცენტრში კი ისეთი კონკურენციაა ბრაზილიელი მომავალ სეზონშიც ბევრ შეხვედრას ჩაატარებს მარცხენა ფლანგზე. 
ჰიუზი რაშფორდს აფრთხილებს რომ ენა სწრაფად ისწავლოს, რათა თვალი მიადევნოს ესპანურ პრესას, თავად არ უსწავლია და ძალიან გვიან გააცნობიერა, რომ მწვრთნელზე და პრეზიდენტზე საშინელი წნეხი იყო მისი ტრანსფერის გამო, ჰიუზმა პრესას დააბრალა მასსა და ქომაგებს შორის გაჩენილი უნდობლობა და კონფლიქტი. 
მოსაგვარებელი კი ბევრია – პირველ რიგში, რაშფორდია დასარეგისტრირებელი. აქედან გამომდინარე მოსაგვარებელია წამსვლელთა საქმე, მათ შორის, ყველაზე აქტუალური, ტერ შტეგენის ამბავი, რომელიც თურმე, საოპერაციოა და ასეთ მდგომარეობაში მას არავინ იყიდის, თუნდაც, კაპიკებად. გარდა ამისა, დასალაგებელია სტადიონის ამბავი, VIP ადგილების მოწესრიგება, რომელმაც “ბარსას” ხელ-ფეხი უნდა გაუხსნას ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის. 
მანამდე კი ახალი სეზონიც დაიწყება. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    24 ივლ 2025, 17:59

    ამან რომ რაფინიას გაუწიოს კონკურენცია და ტოლი არ დაუდოს, ჩათვალეთ ავშენებულვართ. ერთი ეგაა დარეგისტრირებაც მოვახერხოთ.

  • Rick Sanchez
    23 ივლ 2025, 22:31

    #მემჯერაფლიკირაშფორდსმოხოდავს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    23 ივლ 2025, 22:00

    თავის პრაიმზეც არასრულყოფილი ფეხბურთელი იყო და ახლა საერთოდ

  • jacky iakovenko
    23 ივლ 2025, 17:32

    რაშფორდი ვარჯიშს ესწრება … კუთხეში ყავთ დაყენებული პატარა ბავშვივით 😂

    ციტატა: jacky iakovenko
    რაშფორდი ვარჯიშს ესწრება … კუთხეში ყავთ დაყენებული პატარა ბავშვივით 😂


    აჰა ვიდეომაც გამოჟონა " 10 რამ მარკუს რაშფორდის შესახებ "

  • ვისკა ბარსა
    23 ივლ 2025, 16:33

    მოდი ვისაუბროთ მარკუს რაშფორდის მინუსებზე და პლიუსებზე

    პლიუსი: შეუძლია გამწვავება,კარგი დრიბლინგი,სწრაფია და უნივერსალი

    მინუსი:არ ჩამოდის პრესინგზე,ზარმაცი არის.

    აქედან გამომდინარე ფლიკი ამას ვატყობ ძალიან მოხოდავს მანჩესტერმა გააფუჭა ამის ტალანტი და ისიც კარგი რაღაც სტატუსი შენარჩუნებული აქვს,იქედან ბალდე მოარამაგებს პასებს და კარგი დუო შეიკრება,მარჯვნიდან კუნდე და იამალი არის.მეკარე და ფლანგის შემტევი გვყავს და ერთი მარცხენა ფლანგის მცველი გვინდა და საჩემპიონო გუნდი შეიკრება

  • Bola
    23 ივლ 2025, 16:31

    მარცხენა ფლანგის მცველი მოიყვანეთ ბიჭო.

  • Messi 10
    23 ივლ 2025, 16:17

    მოდი ასე ვთქვათ რაც ამ ბიჭს დაემართა ეს იყო მთლიანად მანჩესტერის ბრალი. პირველ რიგში ყველამ იცის ინგლისური პრესა მის ყველა ნაბიჯს როგორ აბულინგებდა ძალიან პატარა ასაკიდან თხოვდნენ შეუძლებელს და მერე მეორე ამ გუნდში აშკარად რაღაც ხდება რაც ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

    რატომ არ უნდა მჯერიდეს რომ გაამართლებს? როგორც ფეხბურთელი უნიჭიერესია უბრალოდ მიძინებულია და ფლიკი წინა სეზონიდანვე ითხოვდა ეს ნიშნავს რომ ფლიკს აქვს რაღაც ნაპერწკალი შემჩნეული და მე ვინ ვარ არ მჯეროდეს. და ბოლოს წარმოიდგინეთ როცა მოწინააღმდეგე გუნდი მთლიანად იამალის და რაფინიას განეიტრალებაზე იქნება გადართული რაშფორდს რამხელა სივრცეები მიეცემა და რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია. არ აპრესინგებს და დაცვას არ ეხმარეობა ეგ პრეტენზიაც მოვისმინე. ტიპმა იცის, რომ მოდის გუნდში სადაც წინა სეზონში ყველამ იფრინა და ყველამ თავისი მაქსიმუმი გაიღო დავიჯერო იმას ვერ შეიგნებს რომ მისი უკანასკნელი შანსია და ფლიკი რა მითითებასაც მისცემს 1-1-ში უნდა შეასრულოს? + მსოფლიო მოდის და ინგლისში გამოძახება საეჭვოა თუ წესიერ სეზონს არ ჩაატარებს და მთავარი მიზეზი მანჩესტერს და ხოგადად მთელს მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს რომ ის რუბენ ამორიმია თუ ვიღაცაა მაგრად შეცდა როცა ეს გუნდიდან გამოაგდო.

    და ბოლოს გუნდში ხვდება საოცარი აურა იქით ბალდეს ფავორიტი ინგლისელია, აქეთ იამალი კომენტარებში სიყვარულს ეფიცება, კუნდე და ეგ მოდაზე ილაპარაკებენ და ყველა კმაყოფილი იქნება.თუ გაამართლა და მინ 10-15 გოლი შეაგდო და გუნდს მოგებები მოუტანა 45 მილიონად ნაჩუქარია თუ არადა წაავა სახლში და გვეცოდინება რომ ხო დემბელეა და მორჩება რაშფორდის ზღაპარი.

    როგორც მინიმუმ დარწმუნებული ვარ იმდენი პატივისცემა ექნება გუნდის მიმართ რომ სიზარმაცე არ გამოამჟღავნოს

  • jacky iakovenko
    23 ივლ 2025, 16:04

    მე ისეთ დღეში ვარ უკვე რო ნეტა თვალით დამანახა ხოა ცოცხალი ხო კარგადაა და აღარ მინდა მეტი არაფერი 🤣