“ბარსელონას” 25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ეროვნულ ნაკრებში 3-წლიანი შესვენების შემდეგ გამოიძახეს.
რაფინია ტიტემ თავდაპირველ განაცხადში არ შეიყვანა, მაგრამ გუშინ კაზემირომ ტრავმა მიიღო და “სელესაოს” დამრიგებელს მისი შემცვლელის მოძებნა მოუხდა. მან არჩევანი რაფინიაზე შეაჩერა, რომელსაც, ბოლო დროს, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და რომელმაც თავი არცთუ ცუდად წარმოაჩინა.
რაფინიას ბრაზილიის ნაკრებში სულ 2-ჯერ უთამაშია. 2015 წლის სექტემბერში, აშშ-სთან და კოსტა რიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში, ის მოედანზე 63-ე და 81-ე წუთებზე შევიდა. პირველ შემთხვევაში მან გოლის გატანა მოახერხა. მას შემდეგ რაფინიამ მხოლოდ ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშა, 2016 წელს.
ბრაზილიის ნაკრები, რომელშიც არტურიცაა გამოძახებული, 16 და 20 ნოემბერს, ურუგვაისა და კამერუნს ამხანაგურად ეთამაშება. ორივე შეხვედრა ინგლისში გაიმართება.
წარმატებები