მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, “ბარსელონასთან” გასამართი “ელ კლასიკოსთვის” 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
“სამეფო კლუბის” განაცხადში პირველი გუნდის ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი მოხვდა. მათ ახალგაზრდული გუნდიდან დაემატა ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინიციუსი.
“ბარსელონასთან”, ტრავმის გამო, დანი კარვახალი და ხესუს ვალიეხო ვერ ითამაშებენ.
“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება: ნავასი, კასილია, კურტუა; რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ოდრიოსოლა, რეგილონი; კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, მ. ლიორენტე, ასენსიო, ისკო, სებალიოსი; მარიანო, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, ვინიციუსი.
ამ 22 ფეხბურთელიდან, თამაშის წინ, განაცხადში 18 დარჩება.
რეალის შემადგენლობა არ მაინტერესებს. მთავარია ბარსას იყოს "ხასიათზე" როგორც ხდება ხოლმე ბერნაბეუზე.