“ბარსელონა” ჟორდი ალბას რეზერვისტის ძებნას განაგრძობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა სასურველ სამიზნეს “ლიონში” მიაგნეს. საუბარი 23 წლის მარცხენა მცველ ფერლან მენდიზეა.
ფერლან მენდი “ლიონში” 2017 წელს, “ლე ავრიდან” 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ალბას მსგავსად, ის შემტევი სტილის განაპირა მცველია, მაგრამ თამაშის სტილით ესპანელისგან მაინც განსხვავდება. მენდი უფრო მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ის ძალიან მოსწონს “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს.
იმავე Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” მენდის ალტერნატივებად ხუან ბერნატს, ალბერტო მორენოს, ხოსე ლუის გაიასა და ფილიპე ლუისს განიხილავს.
ყველა მენდი მარცხენა მცველია?
აუ იმენა უკლასნსია მენდი, დიდი მომავალი აქ, სიტისთანაც მაგად ითამაშა
მენდი კარგია. დალშე ვინც წერია ბერნატი კარგი იყო და ეყიდათ პსჟ ეს რო დაუთმეს. ეხლა დაივიწყეთ. გაია ალბას სკამზე არ დაუჯდება და ერთი 50 მაინც ღირს. ლუისი ბებერია და არ მევასება თან. მორენო კიდე დაცვაში უდირკესია. მირანდაზე მეტს ვერ მიცემს გუნდს. ისე სწრაფია და ერთ 10 ად თუ მოგვცემენ ღირს.
ცოტახანში საფრანგწთის ნაკრებს დაემსგავსება ბარსელონა
ჩინური მენდია? 😀
ეგ კი არა და ამ სანაკრებო თამაშებმა რა ტვინი წაიღო ნერვებს მიშლის უკვე :(( :@@@@