“ესპანიოლსა” და “რეალ მადრიდს” შორის გუშინ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო.
შეხვედრის სტარტზე მოედანი იძულებით დატოვა “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, ფერლან მენდიმ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დიდი ალბათობით ფრანგი უკანახაზელისთვის სეზონი დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ მენდი ვერც 10 მაისს გასამართ “ელ კლასიკოში” ითამაშებს.
მენდის გარდა “რეალ მადრიდის” ლაზარეთში იმყოფებიან კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, არდა გიულერი და დანი კარვახალი.
“ბარსელონას” კი ლამინ იამალი და ანდრეას კრისტენსენი არ ეყოლება.
10 მაისს “სპორიფაი კამპ ნოუზე” არწაგების შემთხვევაში “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატს ოფიციალურად მოიგებს.
მოგება ჯობია.
მოვკვდი დარდით.
ეგ ჩვენი დანაკლისი უფროა :დ