დღეს FIFA-მ განაცხადა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი “ბარსელონადან”, კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” და კაკა “მილანიდან”. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 17 დეკემბერს ციურიხში.
წყარო: www.barcamania.ru



