ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი თვლის, რომ “მილანის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, კაკას, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან შედარებით ოქროს ბურთის მოპოვებასთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ ორი უპირატესობა – მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ასაკი.
“მესი უბრალოდ კაკაზე ახალგაზრდაა, ამიტომ უფრო სამართლიანი იქნება, თუ პრიზს კაკა მიიღებს” – არგენტინელის სიტყვების ციტირებას ახდენს “TyC Sports de Buenos Aires”.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება მომავალ კვირას.
წყარო: www.euro-football.ru

